მამუკა მდინარაძე - გახარია იბრძვის იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს

მამუკა მდინარაძე - გახარია იბრძვის იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს

access_time2021-06-06 15:01:44

გიორგი გახარიას გადადგომა აწყობდა მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” - ამის შესახებ „ქართულიოცნების“თამვჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გახარია იბრძვის იმისთვის, რომ არჩევნებზე რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში ან ქართული ოცნება ჩამოაცილოს 43 - პროცენტი ან მაჩვენებელს, და აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა , რომ წარმოუდგენელი“ნაციონალებისთვის“ გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს”,

„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია:

1. "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, მისი(ვე) განცხადებით, გადადგა იმიტომ, რომნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავება ვერ გადაავადა.

2. უკიდურესად დაძაბული და კრიტიკული ვითარების დროს, ეს არ შედიოდა არც სახელმწიფოს, არც"ქართული ოცნების" ინტერესებში და კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას.

3. მისი გადადგომა აწყობდა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას. მათი რეაქციებიც ამასვე მოწმობდა.


4. თავისი ქმედებით მან საკუთარი გუნდი უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენა.

5. მისგან დღემდე არ მოგვისმენია რეალური, რაციონალური, დამაჯერებლობის მინიმალურიხარისხის არგუმენტიც კი, - რას შეცვლიდა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება.

მხოლოდ ორი ვარიანტია:

ეს ყველაფერი ვერ გაანალიზა, შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა ან შეგნებულადითამაშა ნაციონალური მოძრაობის თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს.

პირადად ჩემთვის (არსებული უტყუარი და ლოგიკური ინფორმაციების გარეშეც კი) პასუხი მარტივია…

რაც შეეხება მომავალს - გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე:

რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში ან ქართული ოცნებაჩამოაცილოს 43 პროცენტიან მაჩვენებელს, - ანუ აქაც ნაციონალური მოძრაობის თამაში ითამაშოს.

პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია:

წარმოუდგენელია ნაციონალებისთვის გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმეწარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს”, - წერს მდინარაძე.





ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...


მსგავსი სიახლეები

up