მამუკა მდინარაძე - ჩვენი კომპრომისული ნაბიჯები ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება

მამუკა მდინარაძე - ჩვენი კომპრომისული ნაბიჯები ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება

access_time2021-03-20 16:10:22

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოლაპარაკებების მაგიდასთან მმართველი გუნდის წინადადებები ისევ დევს და ოპოზიციას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. აღნიშნულის შესახებ მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მმართველი გუნდი დღის ახალ წესრიგზე გადავა, რადგან შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი.

„მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა მოლაპარაკების პერიოდში, მოლაპარაკება ქვეყნისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა. შესაბამისად, ჩვენ დღეს დეტალურად ჩავაყენეთ ყევლა საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა საქმის კურსში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კომპრომისული ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდა და წინადადებები, ისევ დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და ოპოზიციას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ და ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, რომ კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი. თუმცა, სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების ეს ეტაპი კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა, ჩვენს ოპოზიციას, რადიკალურს განსაკუთრებით, არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი ამომრჩევლისათვის სიმართლე ეთქვა, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს და სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, უამრავი კომპრომისული წინადადება, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო წასვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავდიეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი. მაშინ, როდესაც მთავარ საკითხებად აყენებენ მათ პარლამენტში შემოსვლას და როცა უნდათ, შემოვლენ პარლამენტში, როცა აყენებენ ნიკა მელიას თემას და ნიკა მელიასაც როცა მოუნდება, მაშინ გამოვა ციხიდან, ამ არგუმენტებით, ამ ძალით შექმნილი, ხელოვნური კრიზისით, რომელიც მათზეა დამოკიდებული, რომ ერთ წამში აღმოიფხვრას, შეუძლებელია ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ ქვეყანაში კრიზისია და სხვა დღის წესრიგი ვერ იქნება. ამიტომ, ჩვენ ისეთ საკითებზე ვიმსჯელეთ, როგორიც არის -პანდემია, ვაქცინაცია, შესაბამისი რეგულაციები, პოსტპანდემიური აღდგენის გზები, ინფრასტრუქტურული პროექტები,რომელიც ძალიან ბევრია ამ ქვეყანაში და მიმდინარეობს ასევე ეკონომიკის გაჯანსაღება და სოციალური პროექტები, ევროინტერგაციის საკითხები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს, ენერგოდამოუკიდებლობა და აქ გვაქვს კონკრეტული გამოწვევები, ამ თემებზე ვმსჯელობთ, აქაც სწრაფი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ყველა ეს საკითხი საჭიროებს ყურადღებას და არა ჩარჩენას ამ გამოგონილი და ხელოვნური კრიზისის პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას პარტნიორებთან, ევროპელ, დასავლელ, ამერიკელ კოლეგებთან და ყველა ის კომპრომისული წინადადება, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნა დადებული მოლაპარაკებების მაგიდაზე, დღის წესიგშია და ნებისმიერ მათგანზე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ პასუხის გაცემა, პარლამენტში შემოსვლა და მონაწილეობა იმ საკითხების პოზიტიურად და ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტაში, რა საკითხებიც ჩამოვთვალე“, - განაცხადა მდინარაძემ.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up