მამუკა მდინარაძე - ჩვენ გვეყოლება წარმატებული მინისტრთა კაბინეტი, რომელიც სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იღებს

მამუკა მდინარაძე - ჩვენ გვეყოლება წარმატებული მინისტრთა კაბინეტი, რომელიც სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იღებს

access_time2021-02-22 23:40:00

გარკვეული პოზიტიური გამოცდილება უკვე არის იმის ბაზად და საწყისად, რომ თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ ჩვენ გვეყოლება წარმატებული მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ჩვენი პროგრამის განხორციელებაზე იღებს პასუხისმგებლობას, ჩვენთან ერთად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა და საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გლობალური პანდემიის გამო, მსოფლიო უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას და უხილავ მტერთან ომში ყველა ერთად უნდა დადგეს.

„როდესაც ამ ომში ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, ამ დროს ცდილობენ ყველაზე რადიკალური და ცრუ ნარატივებით დარტყმები მიაყენონ არა მხოლოდ „ოცნებას“ – ქართულ სახელმწიფოს, რომ რამენაირად ჩამოიშალოს ეს ქვეყანა. და თუ ადრე მათი ქმედების გადაწყვეტის გზები და ხერხები იყო ფიზიკური ძალადობა, დღეს რაც აქვთ, იმ ხერხს იყენებენ – ეს არის ტყუილი, რომელიც ვრცელდება მედიასაშუალებების მეშვეობით. დამანგრეველ ზიანს აყენებენ ჩვენ რომ არ ვიყოთ და სიმართლით თავს არ ვიცავდეთ, თუმცა, თავდაცვის პოზიციაში ყოფნა ძალიან რთულია და ალბათ ჩვენ კიდევ, კარგი გაგებით აგრესიულ კომუნიკაციაზე უნდა ვიყოთ საზოგადოებასთან, რომ სიმართლე ვუთხრათ კიდევ უფრო მეტად და მეტი პროაქტიული რეჟიმის დამკვიდრებით“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, მან პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისგან კონკრეტული ხედვები მოისმინა, მათ შორის, დეოკუპაციაზე, უმუშევრობასა და სიღარიბეზე, სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებებზე, დემოკრატიასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, განათლების სფეროზე.


„პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებისგან მოვისმინე დეოკუპაციის, სიღარიბისა და უმუშევრობის შესახებ კონკრეტული ხედვა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა. მსოფლიო ბანკის მონაცემით „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 30-დან 19%-მდე ჩამოვიდა. დღეს ეს ახალი მონაცემები არ გამოქვეყნებულა, რა თქმა უნდა, იქნება ცუდი – წინასწარ გეუბნებით, პანდემიის ფონზე. ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რა ნიშნულზეც ვიყავით და ჩვენ ამის გაუმჯობესებისთვის უფრო მეტი ძალისხმევით უნდა ვიზრუნოთ. მოვისმინე კონკრეტული მესიჯები დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შესახებ და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე დასაბუთებული განაცხადი უნდა წარვადგინოთ, ამას არ ყოფნის მხოლოდ დემოკრატიის ხარისხი და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხარისხი და დინამიკა. ამას სჭირდება შესაბამისი პირობების შექმნა, მათ შორის, სოციალურ და ეკონომიკური მიმართულებითაც.

განათლება არის ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი და განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, განათლებაზე დაფუძნებული დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, არის ის ურყევი საფუძველი, რის მოშლაც იქნება რთული. განათლება არის გარანტია, შეუქცევადი დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის და ეს საფუძველი არ უნდა მოვშალოთ არასდროს, მის გამყარებაზე უნდა ვიზრუნოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up