მამუკა მდინარაძე - არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი და შეთანხმების მსგავსი არ ყოფილა - შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით

მამუკა მდინარაძე - არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი და შეთანხმების მსგავსი არ ყოფილა - შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით

access_time2021-03-02 12:20:00

არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი და შეთანხმების მსგავსი არ ყოფილა. შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.



როგორც მან აღნიშნა, გუშინ შედგა კონსტრუქციული შეხვედრა, რომელზეც ოპოზიცია დღევანდელი დღისგან განსხვავებით კონსტრუქციული იყო.



თუმცა, როგორც მდინარაძე განმარტავს, დოკუმენტი რომელზეც ოპოზიცია აპელირებს კონპილაციური, ხელმოუწერელი დოკუმენტია, სადაც ჩამოთვლილია ის საკითხები, რომელსაც ოპოზიცია აყენებს და ნაწილ მათგანზე მმართველი გუნდი მზაობას გამოხატავს. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, მდინარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია შეთავაზება, რომ 1- პროცენტიანი ცდომილება საგამოძიებო კომისიაში დაამტკიცონ.




„აქ არის საკითხების ჩამონათვალი, რომელთა უმრავლესობა ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციის მხრიდან. მოხდა ამ საკითხების შეკრება და წარმოდგენა, რომ ნათელი იყოს, რა მოთხოვნებს აყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი და შეთანხმების მსგავსი არ ყოფილა. შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ეს ძალით გახარებული ოპოზიცია, რომელიც გამოდიოდა, რაღაცას გვიყვებოდა და ამ დოკუმენტზეც აპელირებდნენ. სხვათაშორის იქ შეთანხმება იმაზეც იყო, რომ მსგავსი დოკუმენტის ან სიღმისეული მსჯელობის შესახებ ინფორმაცია არ გამოსულიყო და ასეთი მსჯელობა არ ყოფილა, რადგან იყო საორგანიზაციო ზოგად საკითხებზე, იმაზე, რომ უნდა განახლდეს მოლაპარაკებები, მაგრამ არ ყოფილა დეტალურად რომელიმე საკითხზე, მათ შორის, არც მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე. აქედან გამომდინარე, სპეკულაციური იქნება ჩვენი მხრიდანაც, რომ რაღაც დეტალებს ჩავყვეთ, რომელიც კონპილაციურ, ხელმოუწერელ დოკუმენტშია ჩაწერილი. აქედან რაღაც საკითხებზე იქნება მზაობა და არის უკვე იქ საკითხები, რომელზეც არის უკვე ქმედითი მზაობა, არის საკითხები, რომელზეც საერთოდ საუბარი არ იქნება, მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები, პლებისციტი საერთოდ წარმოუდგენელი რამეა,“ - განაცხადა მდინარაძემ.



IPN.GE








მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up