მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც გაერო-ს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას, ერთი დღით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება

მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც გაერო-ს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას, ერთი დღით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება

access_time2018-10-07 14:13:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივით, უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა,  ვიდრე ნიუ-იორკში, გაერო-ს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას, 9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფებისჯგუფის მიერ შეიქმნა.

პროექტი მომზადდა ხელოვნების განვითარების ფონდის IMT მიერ. იდეის ავტორია ია ხურციძე. ორიგინალური მხატვრობა ეკუთვნის სოფიო კინწურაშვილს და თამაზ ვარვარიძესკალიგრაფები არიან: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი.

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, რომელიც გუჯიამაშუკელმა შექმნა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა: სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილულივარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტიქალცედონი, ლაზურიტი, შევარდენის თვალი, ამაზონიტიავანტურინიტანზანიტის იასპი… ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები.


დღეს გუჯი ამაშუკელს მსოფლიოში მხოლოდ სახელითაც იცნობენ – Goudji მსოფლიო სახელოვნებო წრეებში აღიარებული ბრენდია. გუჯის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.

გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა.

გუჯის ნამუშევრები დაცულია ვატიკანის მუზეუმში, ლუვრის მუზეუმში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმებში, ნანტის თომას დობრეს მუზეუმში, მანდეტის მუზეუმში და ა.შ.

უახლოეს ხანში „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაერო-ს არტ კოლექციაში.





ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up