მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა

access_time2019-05-21 12:26:11

ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის პანელების ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

 

„ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორედ მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც საექსპორტო პოტენციალი აქვს. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც აქვს პოტენციალი, რომ საქართველომ ადგილი დაიმკვიდროს როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისი თქმით, ქუთაისში, მზის პანელების საწარმოში 300 ადამიანი დასაქმდება. ამასთან ერთად, იქნება მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც პერსონალისთვის საგანმანათლებლო მოდულების დაარსებას შეუწყობს ხელს.

 

„ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ განათლება და ეკონომიკა - ეს არის ორი სექტორი, ორი მიმართულება, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს. ერთმანეთს უნდა ავითარებდეს.

 

მსგავსი საწარმოების გახსნით მჯერა, რომ პირველ რიგში სწორედ განათლების რეფორმა იქნება წარმატებული და პირიქით, ჩვენ განათლების რეფორმის ფარგლებში შევძლებთ, რომ უფრო მეტი ინტერესი შევქმნათ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ მსგავსი საწარმოები უფრო მეტი რაოდენობით გაიხსნას საქართველოში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში ქვეყანაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საწარმოს მშენებლობა დაიწყება და ეს იქნება პირველი ელექტრო მობილების ქარხანა ქუთაისსა და ზოგადად რეგიონში. მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნული დასტურია იმისა, რომ „საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო რუკაზე, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ.“

 

„რამდენიმე თვის წინ, როცა ამაზე ვსაუბრობდი, ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა.  ჩვენი თვალით რეალურ ცხოვრებაში, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო - დიახ, გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს უნიკალური საინვესტიციო პირობები აქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

 

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური მეთოდებით. ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ საქართველოს ჰქონდეს გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ყველა მსხვილ ეკონომიკასთან და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ ერთობლივი ძალისხმევით.

 

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩემი გულისწადილი. დღეს მსოფლიოში არის ძალიან ბევრი გამოწვევა. ამავე დროს ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის მტკივნეული გამოწვევები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის სტრატეგია და ის ეროვნული იდეა, რომელიც არის განათლების სახით, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება 21-ე საუკუნეში ერთიანი, ძლიერი და მაღალტექნოლოგიებზე არსებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქუთაისში, მზის პანელების საწარმოს მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს მოამარაგებს, როგორიცაა ევროკავშირი, აშშ და ახლო აღმოსავლეთი. ასევე, პრემიერ-მინისტრმა ინვესტორებს საქართველოში საწარმოს აშენების გადაწყვეტილების მიღების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანული კომპანია AE SOLAR, რომელიც ქარხანას ხსნის, მზის წარმოების მხრივ მსოფლიო ლიდერია.







საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up