მამუკა ბახტაძემ და პიტერ სიიარტომ საქართველო-უნგრეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებაზე იმსჯელეს

მამუკა ბახტაძემ და პიტერ სიიარტომ საქართველო-უნგრეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებაზე იმსჯელეს

access_time2019-07-11 19:31:01

საქართველოსა და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლასა და განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



ყურადღება გამახვილდა ტურიზმის პოზიტიურ დინამიკაზე და აღინიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით უნგრელი ტურისტების რიცხვი საქართველოში 20%-ით გაიზარდა, რაც დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.



დადებითად შეფასდა განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მასშტაბური რეფორმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოში ხორციელდება. საუბარი შეეხო გაცვლითი პროგრამების როლს, რომელთა შედეგად, სულ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა ირჩევს ბუდაპეშტის უნივერსიტეტებს უმაღლესი განათლების მისაღებად.




ხაზი გაესვა ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გააქტიურების აუცილებლობას და საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა მიესალმება რაც შეიძლება მეტი უნგრული კომპანიის საქმიანობას საქართველოში.



მამუკა ბახტაძემ და პიტერ სიიარტომ ასევე ისაუბრეს ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებზე.



ნატო, ევროკავშირსა და ნატოში ერთ-ერთი ყველაზე ხმამარალი მხარდამჭერია, რადგან იმსახურებს მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მიღწევები. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მომავალშიც დარჩება ამ მიმართულებით საქართველოს ხმამაღალ და მტკიცე მხარდამჭერად.



პრემიერ-მინისტრმა პიტერ სიიარტოს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.








ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up