მამუკა ბახტაძე - ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ის არის ლაშა ტალახაძე

მამუკა ბახტაძე - ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ის არის ლაშა ტალახაძე

access_time2019-04-13 21:02:29

მინდა, მივულოცო მთელს საქართველოს და სპორტის ყველა გულშემატკივარს, ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ამით ყველაფერი ნათქვამია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განაცხადა.

+109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა,რომელმაც ახალი რეკორდი დაამყარა. ვერცხლი მედალი მოიპოვა ძალოსნობის ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თურმანიძემ, ხოლო ბრინჯაოს მედალი სომხეთის წარმომადგენელს რუბენ ალექსანიანს გადაეცა.

საპრიზო ადგილის მფლობელები პრემიერ-მინისტრმა დააჯილდოვა. მთავრობის მეთაურმა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ორგანიზატორებსა და ძალოსნობის ფედერაციას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ძალოსნობის ფედერაცია მართლაც გამორჩეული და ყველაზე წარმატებულია. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ტურნირის ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველა ქართველს, სპორტის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ის არის ლაშა ტალახაძე. ყველას გილოცავთ” – განაცხადა პრემიერმა.


ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ოთხი ოქროს, ექვსი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


1tv


თეგები:
პრემიერი



უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“
access_time2019-04-22 13:55:58
ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდება პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. „მაშინ,...


მსგავსი სიახლეები

up