მამუკა ბახტაძე ხაზარაძის, ოქრუაშვილისა და გვარამიას საქმეებზე - კანონი უზენაესია და მის წინაშე ყველა თანასწორი ვართ

მამუკა ბახტაძე ხაზარაძის, ოქრუაშვილისა და გვარამიას საქმეებზე - კანონი უზენაესია და მის წინაშე ყველა თანასწორი ვართ

access_time2019-08-12 12:30:59

ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი განაგრძობს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და ისინი არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ეწევიან, არამედ - ევროპული ინსტიტუტებისაც, რაც ძალიან სამწუხაროა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ხელისუფლებას პოლიტიკურ რეპრესიებში ადანაშაულებს. კონკრეტულად, ჟურნალისტები „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის - ირაკლი ოქრუაშვილისა და „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეების შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე პრემიერის კომენტარით დაინტერესდნენ.


მთავრობის მეთაურის თქმით, ობიექტური რეალობაა ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.



“უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, შინაარსობრივ კომენტარს კონკრეტულ საქმეებზე ვერ გავაკეთებ. კანონი უზენაესია, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ და მას ყველამ პატივი უნდა სცეს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მედიის წარმომადგენლების კითხვას, უკავშირდება თუ არა საგამოძიებო უწყებებში მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდის მზადებას 2020 წლის არჩევნებისთვის, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ “ქართული ოცნება” მომავალი არჩევნებისთვის შემუშავებული აქვს პროგრამა, რომელიც საზოგადოების წინაშე დღეს არსებულ ყველა მტკივნეულ გამოწვევას ძალიან სწორად და ადეკვატურად პასუხობს.





თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...

„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს

„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს
access_time2019-11-12 16:00:01
„დამოუკიდებელი დილერების სიცოცხლისუნარიანობა დაღმავალ ტრენდს აჩვენებს“-ამის შესახებ „სპარის“ მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.მისი განმარტებით, ამის გათვალისწინებით, „სპარი“ უბნის მაღაზიის ტიპის ბიზნესებს თავის პირობებს სთავაზობს, რაც ფრანჩიზაში გამოიხატება. „ვყიდით ერთგვარად ბრენდს, მათ შეუძლიათ „სპარის“ ბრენდით ისარგებლონ“, – აცხადებს მანჯგალაძე. მისივე განცხადებით, 2020 წლიდან იგეგმება...

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“
access_time2019-11-12 15:00:28
ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სიღნაღში ორი სასტუმროს (Sighnaghi Art Hotel და Villa Provance) მფლობელია, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. ლალი მოროშკინა წლევანდელი სეზონის ჩავარდნაზე და სიღნაღში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „კომერსანტს“ ესაუბრა. „რუსეთის მიერ ფრენების შეწყვეტამ და ტურისტული სეზონის დასრულებამ, ძალიან იმოქმედა ჩემს სასტუმროზე და ზოგადად, სიღნაღში არსებულ სასტუმროებზე. რა თქმა უნდა მთავარი პრობლემა არა...

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ
access_time2019-11-12 12:45:38
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესი, ასევე ამ ცვლილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, მათ შორის: ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვა; სტაჟირების დაქვემდებარება შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი;...


მსგავსი სიახლეები

up