მამუკა ბახტაძე - წარმატებით განხორციელებული რეფორმები საქართველოში ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტები, ტურიზმი

მამუკა ბახტაძე - წარმატებით განხორციელებული რეფორმები საქართველოში ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტები, ტურიზმი

access_time2019-06-12 20:02:22

საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმები ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტები, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერმა ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციას(OPIC) კაპიტალდაბანდების გაფართოებისთვის მადლობა გადაუხადა.




„გასულ წელს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციამ განაგრძო საქართველოში კაპიტალდაბანდების გაფართოება. მის გეგმებს მიეკუთვნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაფინანსება შავი ზღვის სანაპიროზე. ეს პროექტები საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ და სატრანსპორტო ცენტრად გარდაქმნის შესაძლებლობას ქმნის და უმოკლეს მარშრუტს აყალიბებს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ფასეულობის ტვირთების ტრანსპორტირებისა და მრავალმილიარდიანი მომხმარებლის მყოლი ბაზრების დაკავშირების გზით, რაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს ამავდროულად მინიმუმ 120 მილიონით მეტ მომხმარებელთან წვდომას აძლევს. უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის გრძელვადიანი რწმენისთვის, რაც მრავალი პროექტის ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება. ეს რწმენა და ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული რეფორმები ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციას აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.








#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი
access_time2020-07-16 18:00:33
„იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა მკვეთრად,დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს.   მისი ინფორმაციით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ზრდაა როგორც სუბსიდირებულ სესხებზე, ისე იმ კრედიტებზე, რომლებიც სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდებიან.შედარება ხდება პანდემიამდე პერიოდთან.   ძნელაძეს უჭირს იმაზე საუბარი ეს ეფექტი გრძელვადიანი იქნება თუ არა, თუმცა,...

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“
access_time2020-07-16 14:00:33
„ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, — ამის...

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს
access_time2020-07-16 12:20:23
ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „ამ უფლების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააფუძნებს ახალ მართვის ორგანოს. 2019...


მსგავსი სიახლეები

up