მამუკა ბახტაძე - შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ვიზიტი იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული, რომელიც ჩვენს ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს

მამუკა ბახტაძე - შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ვიზიტი იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული, რომელიც ჩვენს ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს

access_time2019-06-11 23:50:09

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ვიზიტი იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული, რომელიც ჩვენს ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის ეთერში, აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო-აშშ-ს პარტნიორობაში ახალი დღის წესრიგი ყალიბდება, რომელიც ემყარება უსაფრთხოებას, მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას და საერთო ფასეულობების დაცვას.


„დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენს გვერდით. დღეს და კონკრეტულად ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ურთიერთობები იმყოფება ყველაზე მაღალ ნიშნულზე პრეზიდენტს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ეს არის კონკრეტული შედეგი. ჩვენ რეფორმების პარალელურად, უსაფრთხოების პარალელურად სადაც ჩვენი მთავარი მიზანია ნატოში ინტეგრაცია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ვინაიდან ეს არის ამავე დროს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. ჩვენ გვსურს მივიღოთ უფრო მეტი ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, ვიყოთ უფრო ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და შევძლოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს განსაკუთრებული როლი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.






„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up