მამუკა ბახტაძე - საზოგადოებას ვპირდები, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა

მამუკა ბახტაძე - საზოგადოებას ვპირდები, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა

access_time2019-08-13 12:06:17

რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი, ეს არის კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.


მისი თქმით, ამას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები, რომელიც უკვე მოძიებული და ხელმოწერილია.


„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკულად ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა, უნდა გვქონდეს მხედველობაში, თუ რა დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს მოქალაქეებს და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო პროექტი, რომელიც განვახორციელეთ შარშან – ახალი საბაგირო, რომელმაც დააკავშირა კობი-გუდაური და მივიღეთ შედეგი, რომ კობი გაცოცხლდა, მასში შევიდა ახალი სიცოცხლე და თქვენ დღეს ფაქტობრივად ვერ ნახავთ თავისუფალ ადგილს, რომელზეც არ მიდიოდეს საუბარი კობში, რომ ახალი სასტუმროა ასაშენებელი ან ახალი ტურისტული ობიექტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერის განცხადებით, მსგავსმა პროქტმა საშუალება შექმნა, მაგალითად თრუსოს ხეობას ახალი დინამიკა შეეძინა.


„ასეთმა პროექტმა ჩვენ საშუალება მოგვცა, მაგალითად, თრუსოს ხეობაში შეგვეტანა სრულიად ახალი დინამიკა და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ეს ორივე ძალიან ლამაზი ადგილი, ძალიან ინტენსიურად განვითარდება. შესაბამისად, პირადად, ჩემთვის სწორედ ეს არის ორიენტირი, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოში ინფრასტრუქტურა. ბუნებრივია, ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გზების მშენებლობა ყველა დასახლებულ პუნქტამდე. მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ და საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



მისი თქმით, ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები.


„დღეს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენ მთიან რეგიონებში ისვენებენ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს ეს აღმშენებლობის პროცესი. ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს არ აშენებულა. დღეს ჩვენ ვაშენებთ 140 კმ-ის ჩქაროსნულ მაგისტრალს და დაახლოებით რეაბილიტაცია უტარდება 500 კმ-მდე საავტომობილო გზას. ასეთი ტემპები და მასშტაბები ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში არასდროს გვქონია. რა თქმა უნდა, ეს არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი“, – აღნიშნა პრემიერმა.


როგორც მამუკა ბახტაძემ განმარტა, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის წლევანდელი ბიუჯეტი 20 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019 წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები იქნება.


ამასთან, პრემიერმა ნაპირსამაგრი სამუშაოების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.


„ეს პრობლემა ხდება უფრო და უფრო აქტუალური, აქედან გამომდინარე, ჩვენც, როგორც მთავრობას გვაქვს ვალდებულება, მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ამ მიმართულებით და მეტი ახალი ტექნოლოგიები მოვიზიდოთ, ვინაიდან ზოგადად, ნაპირსამაგრი სამუშაოები იქნება გამოწვევა შემდეგი წლების განმავლობაშიც. რა თქმა უნდა, როდესაც სამუშაოების მასშტაბი ასე გაიზარდა, სამინისტრომაც ძალიან დიდი საქმე გაწია, როდესაც ძალიან ბევრი პროცედურული საკითხის შეცვლა დაგეგმა და განახორციელა ძალიან წარმატებით. სხვანაირად ვერ მივაღწევდით ამ ტემპებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე.


პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მის ხელმძღვანელობას, ასევე გზების დეპარტამენტს, საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებსა და კონტრაქტორ კომპანიებს მადლობა გადაუხადა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დღეს ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.








რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...


მსგავსი სიახლეები

up