მამუკა ბახტაძე - საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა

მამუკა ბახტაძე - საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა

access_time2019-06-18 15:06:00

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, ჯანდაცვის სტანდარტი წლიდან წლამდე იმატებს და მოქალაქეების ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყოველწლიურად იზრდება.



„ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას. მინდა განსაკუთრებით გამოვყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ, როგორც ქვეყანას გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ მსოფლიოში გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის დამარცხებას შეძლებს. დავით სერგეენკოს აქვს უზარმაზარი წვლილი ამ წარმატებებში და მე მსურს, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ნებისმიერ სისტემას სჭირდება ახალი რეფორმები და ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ, ახალ სამთავრობო პროგრამაში წარვადგინეთ ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც გვაქვს დასახული რეფორმების ახალ ფაზაში, რომელსაც ამ სისტემაში განვახორციელებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო სერვისების გაციფრულება და ჯანდაცვის სისტემაში მომსახურების ხარისხის ზრდის მნიშვნელობა.

„ეს არის აუცილებელი წინაპირობა, ვინაიდან და ბიუჯეტიდან იზრდება ინვესტიციები, დანახარჯები სამედიცინო სფეროზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის იღებს უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვის სერვისს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია მოქალაქეების მიერ ე. წ ჯიბიდან გადახდილი თანხები. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც კარგად გვაქვს გააზრებული. გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა. ამისთვის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სახსრები გავითვალისწინეთ 2019 წლის ბიუჯეტში და ვპირდები საზოგადოებას, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება დაფინანსება, რათა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს არ ჰქონდეთ მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემა. ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავძლიოთ. ეს არის ამავდროულად სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინების მშენებლობაზე. მისი თქმით, დევნილებისთვის ბინების შესაძენად 2019-2020 წლებში 350 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.



„აქედან გამომდინარე, ვადების დაცვა, მშენებლობის ხარისხი და რაც მთავარია ბინების ობიექტური კრიტერიუმებით განაწილება რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. მე ხაზი მინდა გავუსვა შრომით უსაფრთხოებას. წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად გაჩნდა ვაკუუმი შრომის უსაფრთხოების დარგში, მოგვცა უმძიმესი შედეგები, რომელსაც დღემდე ვებრძვით. აქედან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოების საკითხების განმტკიცება და გაძლიერება რჩება სამინისტროს პრიორტეტებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.









რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა
access_time2019-07-18 12:06:43
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს. რუსთავი 2 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს...

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

აზიის განვითარების ბანკი - აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია
access_time2019-07-18 12:00:27
აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2019 და 2020 წლებში განვითარებადი აზია შეინარჩუნებს მძლავრ, მაგრამ შენელებისკენ მიდრეკილ ზრდას, რადგან გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ფიქსირდება ხელსაყრელი შიდა მოთხოვნა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ADB 2019 წელს აზიის განვითარებადი ქვეყნებისათვის...

“HUB Georgia მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“

“HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას“
access_time2019-07-18 10:00:00
 „კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის უტიფარი განცხადება, რომელიც ულტიმატუმის ენით ესაუბრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს.  ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, ის საქართველოს მთავრობისგან გაურკვეველ დათმობებზე წასვლას და კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე, რუსეთის პოლიტიკური გავლენების საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემონსტრირება, — აცხადებს...

„ტოიოტა ცენტრმა“ მაღალი გადასახადის გამო TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა - „სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან“

„ტოიოტა ცენტრმა“  მაღალი გადასახადის გამო  TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა - „სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან“
access_time2019-07-18 13:00:02
„მე უარი ვუთხარი TAV Georgia-ს მომსახურებაზე იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მათთან თანამშრომლობა,  კატასტროფულად მაღალი გადასახადის გადახდა ჩვენთვის გაუსაძლისი იყო. „ტოიოტა ცენტრი“  TAV Georgia-ს  თვეში 50 ათას ლარს ვუხდიდით მარტო იმაში, რომ ჩვენი ტაქსები იქ იდგა,  არაფერში არ გვეხმარებოდნენ საერთოდ. კერძო ტაქსების მძღოლები დგანან აეროპორტის შესასვლელთან და აეროპორტიდანვე მიჰყავთ...

ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების...


მსგავსი სიახლეები

up