მამუკა ბახტაძე -  საუბარი იმაზე, რომ თურმე ტურიზმის სექტორი არ დაზარალებულა შეზღუდვებით, ყველაზე უფრო დიდი დეზინფორმაციაა

მამუკა ბახტაძე - საუბარი იმაზე, რომ თურმე ტურიზმის სექტორი არ დაზარალებულა შეზღუდვებით, ყველაზე უფრო დიდი დეზინფორმაციაა

access_time2019-08-13 15:22:32

თუ ჩვენ შევხედავთ მთლიანად ეკონომიკას, მაკროეკონომიკურ სიტუაციას, ყველა ძირითადი ფაქტორი ჯანსაღია და გვაქვს საკმაოდ პოზიტიური დინამიკა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან და ახლა მიმდინარეობს ლარის კურსის სტაბილიზაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის განმარტებით, ივლისში ტურიზმის სექტორმა, პირველადი შეფასებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 60 მილიონი დოლარით ნაკლები მიიღო.



„არსებობს ფაქტობრივი სტატისტიკა და არსებობს საპროგნოზო მაჩვენებლები, ეს ნორმალური მოვლენაა. მე მექნება თხოვნა, აქცენტი გავაკეთოთ ყოველთვის შინაარსზე. ნებისმიერი საკითხის გარშემო კონსპირაციული თეორიების განვითარება არ მგონია, სწორი იყოს და ეს აინტერესებდეს საზოგადოებას. ბუნებრივია, ტურიზმის სექტორი დაზარალდა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი შეფასებით, ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 60 მილიონი დოლარით ნაკლები მიიღო. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები სხვა მიმართულებით - იქნება ეს ექსპორტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თუ სხვა მიმართულებები. აქედან გამომდინარე, ვამბობთ, რომ ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური საკითხების დინამიკა არის პოზიტიური, ამას იზიარებენ კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები და მათ გააკეთეს პროგნოზები. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასებაც იყო ერთმნიშვნელოვანი, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალყურს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, ვინც არ უნდა ისაუბროს, ფაქტია, რომ ტურიზმის სექტორმა მიიღო მნიშვნელოვანი ზარალი და პირველ რიგში, სწორედ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




პრემიერის თქმით, მთავრობა ვალდებულია, დაეხმაროს ტურიზმის სექტორს და ამ მიმართულებით დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები.



„ვალდებულნი ვართ, ამოვუდგეთ გვერდში ტურიზმის სექტორს და დავეხმაროთ. შევიმუშავეთ ორი პროგრამა და ამ ორი პროგრამის ფარგლებში და ასევე სხვა დაგეგმილი აქტივობებით, ვფიქრობთ, დავაბრუნებთ იმ მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა ტურიზმის სექტორში. საუბარს იმაზე, რომ თურმე ტურიზმის სექტორი არ დაზარალებულა ამ შეზღუდვებით, არ ვიცი რა დავარქვა, ეს არც კონსპირაციის თეორიაა და არც ტყუილი, ამაზე უფრო დიდი დეზინფორმაცია არ ვიცი, რა უნდა იყოს. ჰკითხეთ ამ სექტორში მომუშავე ნებისმიერ ადამიანს, მცირე და საშუალო მეწარმეებს აჭარაში. ივნისში ჩვენ გვქონდა 40-პროცენტიანი ზრდა და შემდეგ იყო მნიშვნელოვანი ვარდნა ივლისში. ეს არის მოცემულობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.









მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up