მამუკა ბახტაძე - საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი იქნება ერთ-ერთი წარმატებული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული

მამუკა ბახტაძე - საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი იქნება ერთ-ერთი წარმატებული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული

access_time2019-05-23 14:20:57

„საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი იქნება ერთ-ერთი წარმატებული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის წარმატება გადის ორგანულ, ბიო წარმოებაზე და ამ მიმართულებით ქვეყანამ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე.



„ჩვენ გვაქვს ფიზიკური შეზღუდვები და ვიცით, რომ ჩვენ სხვადასხვა კულტურის ისეთი მასობრივი მწარმოებლები ვერ ვიქნებით, როგორიც არის სხვა უფრო დიდი მიწის მქონე ქვეყნები. მაგრამ ჩვენ გვაქვს უნიკალური ბუნება და საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ ჰქონდეს წარმატებული მწვანე ეკონომიკა. სოფლის მეურნეობაში ეს უნდა გადავთარგმნოთ, როგორც ორგანული, ბიო წარმოება. მსოფლიო მასშტაბით ორგანულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და ეს არის სწორედ ჩვენი ნიშა. ჩვენ უნდა გავყიდოთ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე აგრო პროდუქცია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ინვესტიციები სახელმწიფოს მხრიდან, ამას სჭირდება ერთობლივი ინვესტიციები განათლებაში, ტექნოლოგიებში, ამას სჭირდება ის, რომ სახელმწიფომ გაუხსნას ფერმერებს საერთაშორისო ბაზრები. ჩვენი ბაზარი საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ არა მხოლოდ ეს დარგი, არამედ ზოგადად, ეროვნული ეკონომიკა განვითარდეს უფრო სწრაფი ტემპებით და ამიტომაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, რომ საქართველოს ინტეგრირება მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური გზით. რა თქმა უნდა, ევროპული ბაზარი არის უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მნიშვნელობაზე ევროკავშირთან და ჩინეთთან და აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ორ ყველაზე მსხვილ ეკონომიკასთან მსოფლიოში.



მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროს თანადაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ იმ დარგის განვითარებისთვის, რომელსაც ზრდის პოტენციალი აქვს, სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებს გააგრძელებს.



„როდესაც ისმის კითხვა, რამდენად მართებულია, რომ სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებებს, მხარდაჭერებს სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროექტების მიმართ, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირი გზით ერთგვარი სუბსიდიაა. ამაზე მე მაქვს ძალიან მარტივი პასუხი - შარშან ჩვენ შევძელით და დაახლოებით მილიარდ დოლარს გადააჭარბა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა. ასევე შარშან, კახეთში ჩვენმა მეწარმეებმა მიიღეს ყველაზე დიდი შემოსავალი. ეს იყო ისტორიული მაქსიმუმი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მევენახეობას ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად ვეხმარებოდით და შედეგმაც არ დააყოვნა. მსოფლიოში თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს მხარდამჭერი პროგრამები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარს დაუჭერს სუბსიდირების პროგრამას, პირიქით, მე ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს არაეფექტური, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ დარგის განვითარებაზე, რომელსაც აქვს პოტენციალი გაიზარდოს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და დოვლათი ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, გადამწყვეტი სიტყვა თქვას სიღარიბესთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემი პასუხი არის ძალიან ნათელი - ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ პროგრამებს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ და სოფლის მეურნეობის მინისტრს აქვს დავალება, რომ წელს შევძლოთ და მეტი დაფინანსება გამოვყოთ და რა თქმა უნდა, 2020 წელს ვისაუბროთ კიდევ უფრო მასშტაბურ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.









მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up