მამუკა ბახტაძე - საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა  მცირე, საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე გადის

მამუკა ბახტაძე - საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა მცირე, საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე გადის

access_time2019-05-23 14:52:47

საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ახალგაზრდა ფერმერების მოსაზრებების გაზიარება, იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს, სახელმწიფოს მხრიდან რა კეთდება სწორად და რა შეცდომებია ამ მიმართულებით.


„მე ღრმად მწამს, რომ მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომლობით შესაძლებელია, რომ მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები. მხოლოდ ადმინისტრაციული გზით ის შედეგი არ გვექნება, რომელიც გვსურს. საქართველოს მსგავსი გამოცდილება ჰქონდა და მე მსურს, ეს ყველაფერი ისტორიას ჩავაბაროთ. მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, თქვენგან მიღებული იდეებით, კრიტიკით არის შესაძლებელი, რომ ჩვენ სხვადასხვა რეფორმა განვახორციელოთ იმ გზით, რომელიც ყველაზე კარგად იქნება მორგებული თქვენს ინტერესებს, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერ-მინისტრის თქმით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში ახალგაზრდა მეწარმეების და ფერმერების წახალისება მოხდეს.


„როდესაც მე ამირჩიეს პრემიერ-მინისტრად, ბევრ თქვენგანს შეიძლება ახსოვდეს ის ხუთი პრინციპი, რომელზეც დავაფუძნე ჩვენი სამთავრობო პროგრამა. მათ შორის, წამყვანი როლი ჰქონდა ახალგაზრდულ ეკონომიკას. ნებისმიერ სფეროში, სადაც არ არის ახალგაზრდული ენერგია, ხედვა, გაბედული ნაბიჯები, არსებული სტატუს-კვოს უარყოფა, ამბიციური ხედვა, არა თუ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოს არ ექნება წარმატებული მომავალი 21-ე საუკუნეში, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.








m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up