მამუკა ბახტაძე - რეიტინგის ზრდა განაპირობა გატარებულმა და დაგეგმილმა რეფორმებმა

მამუკა ბახტაძე - რეიტინგის ზრდა განაპირობა გატარებულმა და დაგეგმილმა რეფორმებმა

access_time2019-10-14 11:00:34

„რეიტინგის ზრდა განაპირობა გატარებულმა და დაგეგმილმა რეფორმებმა“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე „ფეისბუქში“ წერს.


„ყველას გილოცავთ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას!


ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იმის ფონზე, რომ მსხვილ ეკონომიკებსა და მეზობელ ქვეყნებში ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციები შეინიშნება.


რეიტინგის გაუმჯობესება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, მაგრამ ის არის ერთადერთი მექანიზმი, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და დავძლიოთ სიღარიბე.



რეიტინგის ზრდა განაპირობა გატარებულმა და დაგეგმილმა რეფორმებმა.


განსაკუთრებით იქნა აღნიშნული: სავაჭრო დეფიციტის შემცირება; ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები; ეროვნული ბანკის გაზრდილი რეზერვები; მიწის რეფორმა; დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემა და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი - განათლების რეფორმა (რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის 25% ყოველთვის მოხმარდება ეროვნულ იდეას - განათლებას).


სამწუხაროდ, სიღარიბე საქართველოში რჩება უმთავრეს გამოწვევად და ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის პოლიტიკური პოპულიზმისთვის. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იმ მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, რომელიც შექმნილია - ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ის უზრუნველყოფს ქვეყნის წინაშე არსებული უმწვავესი ეკონომიკური პრობლემების სისტემურ გადაჭრას.


როგორც ჩემს ბოლო მიმართვაში აღვნიშნე და დღევანდელი დღე ამის დასტურია, 2022 წლისთვის არსებობს რეალური პერსპექტივა საინვესტიციო რეიტინგის მიღების. ეს ყველაფერი კი ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, მეტ სამუშაო ადგილებს, შემცირებულ სიღარიბესა და ცხოვრების ევროპულ დონესთან მიახლოვების რეალური პროცესის დაწყებას“ – წერს მამუკა ბახტაძე.


ინფორმაციისთვის: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standart & Poor’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“.







Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მაკრლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...


მსგავსი სიახლეები

up