მამუკა ბახტაძე - საქართველოს სურს, გახდეს გლობალური ბაზრების სრულუფლებიანი წევრი და ეფექტურად იყოს ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში

მამუკა ბახტაძე - საქართველოს სურს, გახდეს გლობალური ბაზრების სრულუფლებიანი წევრი და ეფექტურად იყოს ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში

access_time2019-06-12 21:57:36

ემი ხელმძღვანელობის პირობებში გაბედული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფო ბიუჯეტის 25 პროცენტის გამოსაყოფად განათლებისა და ადამიანური კაპიტალისთვის, რათა მეტი წარმატების საშუალება მივცეთ ჩვენს ხალხს დღევანდელ და სამომავლო ეკონომიკურ რეალობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე სხვადასხვა მიმართულებით და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.



"ჩვენ ვისწრაფვით ოქროს სტანდარტის დამკვიდრებისკენ ბიზნესის კეთების სიმარტივის და იურიდიული ჩარჩოს გამჭვირვალობის სახით. ინვესტიციები იქ ხორციელდება, სადაც ყველაზე ცოტა ბარიერია. დღეს საქართველო მე-3 ადგილზეა საგადასახადო განაკვეთებისა და სახეობების სიმცირით, მე-7 ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, მე-8 ადგილზეა სახელმწიფო რეგულირების ტვირთის შემსუბუქების კუთხით და ევროპის პირველ ოცეულში ვართ სამართლის უზენაესობის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით მე-6 ადგილზე ვართ. კორუფციის წინააღმდეგ ჩვენი წარმატებული ძალისხმევა ყველასთვის კარგადაა ცნობილი. საქართველო ჩამოყალიბდა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკად დემოკრატიული მმართველობისა და სამართლის უზენაესობის პირობებში. საქართველოს სურს, გახდეს გლობალური ბაზრების სრულუფლებიანი მონაწილე და წევრი. ჩვენი სურვილია საქართველოს ყველაზე ეფექტურად ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში. ჩვენი სტრატეგია გულისხმობს საქართველოს გადაქცევას საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკის, ტურიზმის, განათლებისა და ინოვაციების რეგიონულ ცენტრად. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული საკვანძო ეკონომიკურ სივრცეებთან. განსაკუთრებით მსიამოვნებს, რომ ველით ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ძალიან მახარებს საქართველოში მოქმედი ამერიკული კომპანიების გაზრდილი რაოდენობა. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ვაჭრობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ხელი შევუწყოთ ამერიკული კომპანიების გაზრდილ საქმიანობას სამყაროს ჩვენს ნაწილში, რაც ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო ბაზრად მიიჩნევა",- აღნიშნა პრემიერმა.


კომერსანტი






ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
access_time2019-08-25 14:00:59
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო...

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს
access_time2019-08-25 12:00:23
თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.   საბა გოგოლიძეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.   როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up