მამუკა ბახტაძე: საქართველომ წარმატებას მიაღწია გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც  გამოწვეულია ქართული ოცნების ხელმძღვანელობის პერიოდში, 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის დროული დანერგვით

მამუკა ბახტაძე: საქართველომ წარმატებას მიაღწია გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც გამოწვეულია ქართული ოცნების ხელმძღვანელობის პერიოდში, 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის დროული დანერგვით

access_time2020-05-23 18:32:12

საქართველომ წარმატებას მიაღწია გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც გამოწვეულია ქართული ოცნების ხელმძღვანელობის პერიოდში, 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის დროული დანერგვით,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოცემაში – Emerging Europe გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.


ყოფილი პრემიერის თქმით, ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმატებულ მუშაობასთან ერთად, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ ქვეყნის უმაღლესი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სრული ტრანსფორმაცია განაპირობა და ასეთმა მიდგომამ უზრუნველყო ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნა გლობალური მასშტაბის კრიზისის შესაფერხებლად.


როგორც ბახტაძე აღნიშნავს, Covid-19-ის პანდემიამ სამუდამოდ შეცვალა ინვესტიციების მიმართულებების დადგენის გზა და ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი საბოლოოდ გახდება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემების შეფასება- მათი ეფექტურობა, გამძლეობა და მდგრადობა.


,,საქართველომ წარმატებას მიაღწია გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ძირითადად გამოწვეულია 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის დროული დანერგვით ქართული ოცნების ხელმძღვანელობის პერიოდში. ამ რეფორმამ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის წარმატებულ ოპერირებასთან ერთად განაპირობა უმაღლესი რანგის პროფესიონალებით დაკომპლექტებული საქართველოს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სრული ტრანსფორმაცია (ცხადია, ჯანდაცვის სისტემის განვითარება წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესის განუყოფელ ნაწილს). ასეთმა მიდგომამ უზრუნველყო ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნა გლობალური მასშტაბის კრიზისის შესაფერხებლად. სამყარო უჩინარ მტერს ებრძვის. ეს არის პირველი შემთხვევა თანამედროვე ისტორიაში, როდესაც სამყარო სრულმასშტაბიან ომში მონაწილეობს იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც მთელს მსოფლიოში გავრცელდა და გავლენა იქონია თითოეულ მოქალაქეზე ამა თუ იმ გზით. მართლაც განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ და ვუპირისპირდებით კრიზისს, რომელიც ისეთივე საზიანოა, როგორც მსოფლიო ომი - არა მხოლოდ არსებული ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების გარდაქმნის, არამედ სოციალური ცვლილებების მხრივაც,- აცხადებს მამუკა ბახტაძე.


ყოფილი პრემიერი Emerging Europe გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოს ჩვენს ნაწილში, ბიზნესისთვის განსაკუთრებულ და ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა, რაც აღიარებულია მსოფლიო ბანკის ,,Ease of Doing Business” რეიტინგით.



,,ჩვენ შევძელით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ვალდებულების მქონე ქვეყანა გავმხდარიყავით; ჩვენ მივაღწიეთ რეკორდულად დაბალ ბიუჯეტს და მიმდინარე ანგარიშების დეფიციტს და სტაბილურად გავზარდეთ ჩვენი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი - მაგრამ ეს საკმარისი არ არის”,- წერს მამუკა ბახტაძე.


მისი თქმით, ეს მიღწევები უნდა შეივსოს ადამიანური კაპიტალის პერმანენტული განვითარების პროცესით და სწორედ ეს იქცევა წარმატების ფორმულად, რაც საქართველოს ხარისხობრივად მაღალი დონის ეკონომიკური განვითარების მიღწევაში დაეხმარება.


,,რადიკალური გარდაქმნების მომავალი შემოდინების სრულად კაპიტალიზირების მიზნით, მთავრობებმა უნდა მიმართონ ინვესტიციები ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და შრომის ბაზრების თავიდან შექმნისკენ. საქართველოს მაგალითი შესაძლოა კარგი პრეცენდენტი იყოს ამ მიმართულებით. გასულ წელს ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, ყოველი მომდევნო მთავრობა ვალდებულია მშპ – ის 6 პროცენტი დაუთმოს განათლების სექტორს. არაფერია ახალი იმაში, რომ ომს მოაქვს ტექნოლოგიური წინსვლა, ნებისმიერი სხვა სახის კომერციულ საქმიანობასთან შედარებით, იდეების უფრო სწრაფად გავრცელების ხარჯზე. ამრიგად, ჩვენ ისტორიულ ზღვარზე ვართ ახალი, სრულიად განსხვავებული ტიპის ტრანსფორმაციისა, რომელიც ჩვენამდე Covid-19 პანდემიამ მოიტანა. რასაც ჩვენ ვაკვირდებით, მიღწევების სრულიად ახალი ტალღაა არა მხოლოდ ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში, ზოგად პროტოკოლში, ან არსებულ ღირებულებათა ჯაჭვებში, ჩვენ ასევე სრულიად ახალი ტიპის მეტამორფოზის მომსწრენი ვხდებით, რომელიც გავლენას მოახდენს სოციალურ ცხოვრებაზე, მომხმარებელთა ქცევაზე და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სხვა ელემენტებზე. ჩვენ უპრეცედენტო ამპლიტუდის ტრანსფორმაციის წინაშე ვდგავართ”,- აცხადებს მამუკა ბახტაძე


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ გლობალური სისტემა პანდემიის უარყოფითი გავლენის მსხვერპლად იქცა და დომინოს ეფექტი იქონია.


,,მსოფლიო ეკონომიკაში გრავიტაციის სხვა და სხვა წერტილები გვაქვს და ყოველი წერტილი ემსახურება საკუთარ დომეინს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ჰაბები, რომლებიც წარმოადგენს წარმოების მთავარ საყრდენს, ზოგი მომსახურების ინდუსტრიებს ეხება და ზოგიც უშუალოდ მომხმარებელთა დიდ რაოდენობას. ამ ტიპის განაწილებამ შედეგად დომინოს ეფექტი მოგვცა, აფეთქებათა ჯაჭვის ჩამოყალიბებით. ამ კრიზისმა გვიჩვენა მულტიმოდალობის მნიშვნელობა. აშკარაა, რომ არის ადგილი შედარებით მცირე ჰაბებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის სინდიკატები იქნება. მე არ ვარ გლობალიზაციის წინააღმდეგი, პირიქით - მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და შეგვეძლოს ამ გლობალურ მოვლენასთან ასოცირებულ რისკებთან გამკლავება. ხოლო, ერთ-ერთი გზა, რომელსაც მე გთავაზობთ ასეთი რისკების შესამცირებლად არის მულტიმოდალური ჰაბების გამოყენება. ასეთი ჰაბების შექმნა შესაძლებელია იმ მხარეებთან ერთად, რომელთაც სურთ გახდნენ ფასილიტატორი, იქნება ეს სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური“,- წერს მამუკა ბახტაძე.


მისი თქმით, საქართველოს მსგავსი ქვეყნები უნდა მოემზადონ ახლადშექმნილ ბიზნეს მოდელებში პოზიციონირებისთვის, თავიანთი ღირებულების დასამტკიცებლად, შეთავაზების წარსადგენად და ეს არის ის ნაწილი, სადაც ადამიანური კაპიტალის განვითარება ერთვება თამაშში.


„ამ მიმართულებით ვხედავ შესაძლებლობებს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, რომ განახორციელონ რადიკალური რეფორმები, რომლებიც შეიძლება ხშირად არ იყოს პოპულარული, მაგრამ იყოს აუცილებელი. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, გლობალურ პანდემიასთან ერთად, უკვე გახდა ძლიერი კატალიზატორი ცვლილებებისა და გარდაქმნების დაჩქარებული ტალღისთვის. არსებობს საკმაოდ ცნობილი გამონათქვამი: სასოწარკვეთილების პერიოდი სასოწარკვეთილი ზომების მიღებისკენ გვიბიძგებს და ეს არის ზუსტად ის, რაც საქართველოს მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა მთავრობას უნდა ახსოვდეს. რეალურად, ყველაფრის გასამარტივებლად, მე კონკურენციის მომხრე ვარ, რაც თავისთავად ნიშნავს მომატებულ გამძლეობასა და მდგრადობას. ამ ელემენტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იწყება ღირებულების ჯაჭვების რესტრუქტურიზაციის პროცესი. ეს პროცესი გარკვეულწილად უკვე მიმდინარეობს, მაგრამ პანდემიის შემსუბუქების შემდგომ სრულად ამოქმედდება”,- აღნიშნავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.





27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია
access_time2020-11-27 18:00:38
ცვლილებები საქართველოს საგასახადო კოდექსში - რას მოიცავს დღგ-ს რეფორმა და რამდენად გამარტივდება პროცედურები. რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი პაატა შურღაია საუბრობს. „კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა, ორი წელია უკვე გვესმის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეჟიმის შესახებ. წინა ნაწილში საუბარი იყო ნაწილობრივი დაბრუნების შესახებ, ახლა კი სრულ დაბრუნებაზეა საუბარი. წესით მთლიანად დეფინიცია - დამატებითი...

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება
access_time2020-11-27 14:45:22
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31...


მსგავსი სიახლეები

up