მამუკა ბახტაძე - საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს

მამუკა ბახტაძე - საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს

access_time2019-03-28 10:26:46

საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს, - ამის შესახებ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივ ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.


მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოსთვის დიდი პატივია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება ნატო-საქართველოს სწავლება. მისი თქმით, ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სწორედ ასეთ დროს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტუმრობა საქართველოში საქართველოსადმი ალიანსის ურყევი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.


„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მტკიცედ გვჯერა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. საქართველო სრულად აცნობიერებს თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს და, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


მოგეხსენებათ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) უნიკალური ინიციატივების ერთობლიობაა, რომლის წარმატებულად განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და ალიანსის წევრობისთვის მომზადებას.


სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში წლევანდელი სწავლების ჩატარება ნიშნავს უფრო მეტ საქართველოს ნატოში და უფრო მეტ ნატოს საქართველოში.



ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს პარტნიორი არაწევრი ქვეყანა - საქართველო ატარებს ამ სწავლებას. საქართველოში მრავალეროვანი სწავლების ჩატარება, რომელშიც 24 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანაა ჩართული, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების პროცესში. ეს არის ნატო-ს პირველი მრავალეროვანი სწავლება, რომელსაც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს საქართველო. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ნდობისა და აღიარებისათვის.


ის, რომ მრავალეროვანი სწავლება ჩვენს ქვეყანაში ტარდება, საქართველოსთვის ნიშნავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, შეკავების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მისი განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებები ძალიან კარგი საშუალებაა როგორც საქართველოს, ისე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისთვის სხვადასხვა სცენარის დროს ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედების დახვეწისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ ეფექტიანობას.


„ეს ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენმა სამხედროებმა, მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, ნატო-ს პროცედურების შესაბამისად, კიდევ უფრო აიმაღლონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები.


საქართველო, როგორც ყოველთვის ყოველთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიისწრაფვის და წლების განმავლობაში მონაწილეობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატო-ს ძალისხმევაში, უსაფრთხოების მომხმარებლიდან დღეს უკვე უსაფრთხოების მიმწოდებელ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.


ჩვენი ქვეყანა ერთგულია თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების საერთო ღირებულებებისადმი, რომელთა საფუძველზეც ნატო შეიქმნა. საქართველომ ეს ყოველივე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით დაამტკიცა. ამიტომაც საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს.


გმადლობთ ყურადღებისთვის, და გამოვთქვამ რწმენას, რომ წლევანდელი სწავლებაც მაღალ დონეზე ჩატარდება და სარგებელს მოუტანს მის ყველა მონაწილეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up