მამუკა ბახტაძე - როცა ვსაუბრობთ სამართლიან არჩევნებზე,  ფორმულა  არის ძალიან მკაფიო - ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი

მამუკა ბახტაძე - როცა ვსაუბრობთ სამართლიან არჩევნებზე, ფორმულა არის ძალიან მკაფიო - ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი

access_time2019-06-27 20:04:07

როცა ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესზე, სამართლიან არჩევნებზე ფორმულაც არის ძალიან მკაფიო - ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე პროპორციულ არჩევნებსა და ნულოვან ბარიერზე საუბრისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა განამტკიცებს საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის და საპარლამენტო დემოკრატიის იდეას.


„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვუყურებთ, როგორც მეორე პრინციპულ ნაბიჯს იმ ხედვის რეალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არის მეორე ნაბიჯი, რომელიც განამტკიცებს საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის და საპარლამენტო დემოკრატიის იდეას. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი მართლაც არის უპრეცედენტო. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგების მატარებელი იქნება, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა, რაც ქვეყანაში გვაქვს, არის პოლარიზაცია, რომელიც საზოგადოებაში შეინიშნება. ის პრობლემები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, მოითხოვს ერთსულოვნებას, კონსოლიდაციას. სამწუხაროდ, ეს პოლარიზებული გარემო შექმნა ისევ მიხეილ სააკაშვილმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათ მიერ მართული მართული მედიასაშუალებებით. ის განცხადებები, ზიზღის ენა ემსახურება ერთს, რომ მოხდეს საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ფრაგმენტაცია. პროპორციულ არჩევნებზე და ბარიერზე მოვისმინე განცხადებები, რომ ეს იმოქმედებს გადაწყვეტილების მიღების ეფექტურობაზე, დროზე, თუმცა საპარლამენტო დემოკრატიის იდეის განხორციელებისთვის ეს სწორი ნაბიჯი იყო“,- განაცხადა ბახტაძემ.



მისივე თქმით, „არჩევნების ხარისხის ამაზე მაღალი თამასა არ არსებობს“.


„ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივა. მე ვერ მოვისმინე ვერანაირი არგუმენტი ვერცერთი პოლიტიკური ძალისგან რატომ არ უნდა წავიდეთ ამ გზით. ერთადერთი ვინც ამას ეწინააღმდეგება, არის მსჯავრდებული სააკაშვილი, რადგან, ამ ძალისთვის არანირი დემოკრატიული პროცესი ფასეულობას არ წარმოადგენს. მათ აქვთ რევანშისტული გეგმები. როცა ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესზე, სამართლიან არჩევნებზე ფორმულაც არის ძალიან მკაფიო - ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი“,- აღნიშნა ბახტაძემ.






რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...


მსგავსი სიახლეები

up