მამუკა ბახტაძე - ქობულეთში ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი

მამუკა ბახტაძე - ქობულეთში ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი

access_time2019-03-28 21:15:12

ქობულეთში ახალი მწვანე ქალაქისა და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა საშუალებას მოგვცემს, აჭარა გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტურიზმის სექტორში ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია ხორციელდება.

 

მთავრობის მეთაურმა ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის უნიკალური შენობის რესტავრაციისთვის, რომელიც გუშინ საპრემიერო სპექტაკლით ოფიციალურად გაიხსნა.

 

„ჩვენ ბათუმში გავხსენით ახლად რეაბილიტირებული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ეს არის მართლაც უნიკალური და ულამაზესი შენობა და სიამაყე ყველა ქართველისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ამ საჩუქრისთვის. ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ახალი მულტიფუნქციური თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტ კომპლექსი, რომელიც ზაფხულში დასრულდება და რამდენიმე თვეში გავხსნით. ეს იქნება პირველი მსგავსი დატვირთვის მქონე სპორტული კომპლექსი აჭარაში და მსგავსი კომპლექსების მშენებლობას ყველა რეგიონში დავიწყებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან ერთად, გავეცანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს, რომელსაც 6 აპრილს უნდა ვუმასპინძლოთ. ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ უმაღლეს საერთაშორისო ტურნირს ძალიან მაღალ დონეზე უმასპინძლოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება
access_time2020-05-26 14:30:16
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი – ლიკანში“ ინვესტორის შემოყვანას პოსტკრიზისულ პერიოდში გეგმავს.ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აქტივი ღია აუქციონზე გაიყიდება, თუმცა ამისთვის შესაფერისი გარემო უნდა იყოს. ლიკანში მდებარე სასტუმროს გაყიდვა ფონდმა გასულ წელს დეკემბერში სცადა, თუმცა 37,5 მლნ ლარად გამოტანილ სასტუმროს მყიდველი არ გამოუჩნდა. თუმცა, როგორც ჩანს პროცესი ამით არ დასრულებულა. დღეს დავით საგანელიძემ თქვა, რომ „საპარტნიორო ფონდს“ და ერთ-ერთ მსხვილ...

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up