მამუკა ბახტაძე: პოსტპანდემიურ სამყაროს დასჭირდება ინვესტიციები ადამიანური კაპიტალის განვითარებაში

მამუკა ბახტაძე: პოსტპანდემიურ სამყაროს დასჭირდება ინვესტიციები ადამიანური კაპიტალის განვითარებაში

access_time2020-05-22 19:15:20

საქართველო წარმატებულია გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, რაც ძირითადად განპირობებულია 2013 წელს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით განხორციელებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის რეფორმით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოცემა Emerging Europe -ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმატებულ მუშაობასთან ერთად, ამ რეფორმამ ქვეყნის უმაღლესი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სრული ტრანსფორმაცია მოიცვა და ეს მიდგომა იყო გარანტი იმისა, რომ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა შესაბამისად იყო მზად და შეძლო ასეთი გლობალური მასშტაბის კრიზისის შეკავება.

 

„ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წარმატებულ მუშაობასთან ერთად, ამ რეფორმამ ქვეყნის უმაღლესი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სრული ტრანსფორმაცია მოიცვა (ბუნებრივია ჯანდაცვის სისტემის განვითარება ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესის შემადგენელი ნაწილია). ამგვარი ყოვლისმომცველი მიდგომა იყო ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზაობის გარანტი, რომელმაც შესძლო ასეთი გლობალური მასშტაბის კრიზისის შეკავება.

 

ამავდროულად, მსოფლიოს ჩვენს ნაწილში საქართველო ნამდვილ გამონაკლისად და ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ქვეყნად მიიჩნევა, რაც ბიზნესის კეთების სიმარტივის და მსგავსი რეიტინგებით დასტურდება. ამასთანავე, ჩვენ შევძელით ვქცეულიყავით ერთ-ერთ ისეთ ქვეყნად, სადაც საგადასახადო ტვირთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. რეკორდულად დაბალია როგორც საბიუჯეტო დეფიციტი, ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც. თანმიმდევრულად გავზარდეთ სუვერენული საკრედიტო რეიტინგები. თუმცა, ეს არ არის საკმარისი“, - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე Emerging Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს მიღწევები უნდა შეივსოს ადამიანური კაპიტალის პერმანენტული განვითარების პროცესით და სწორედ ეს იქცევა წარმატების ფორმულად, რაც საქართველოს ხარისხობრივად მაღალი დონის ეკონომიკური განვითარების მიღწევაში დაეხმარება.

 

„დასკვნები ყოველთვის უნდა გაკეთდეს და ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაკეთებული ერთერთი ასეთი დასკვნაა მდგრადობისა და ინკლუზიურობის მნიშვნელობა. ამ ფაქტორების საშუალებითაც მსოფლიო მუდამ შესძლებს გლობალური პანდემიის მსგავსი მასშტაბური მოვლენის უარყოფითი გავლენის მინიმუმამდე დაყვანას“, - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტატიაში განიხილავს პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ტრანსფორმაციის ახალ, სრულიად განსხვავებული სახის ისტორიულ ზღურბლზეა.

 

„დღეს მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. თანამედროვე ისტორიაში სრულმასშტაბიანი ომი პირველად მძვინვარებს მთელს მსოფლიოში ისეთ ვირუსთან, რომელსაც ნამდვილად აქვს გლობალურად რაიმე სახის გავლენა თითოეულ მოქალაქეზე.

 


ნამდვილად უჩვეულო დროს მოვესწარით: ისეთი კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, რომელსაც მსოფლიო ომის მსგავსი გამანადგურებელი ეფექტი გააჩნია. არსებული ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურა არა მხოლოდ სახეს იცვლის, არამედ სოციალური გადაწყობის აგენტადაც გვევლინება. სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ომს ტექნოლოგიური პროგრესი მოსდევს, თან იდეების უფრო სწრაფი გავრცელება ხდება და იმაზე უფრო დიდი ტემპი ახასიათებს, ვიდრე ნებისმიერი სახის კომერციული აქტივობა. ამდენად, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ტრანსფორმაციის ახალი, სრულიად განსხვავებული სახის ისტორიულ ზღურბლზე ვართ.

 

ჩვენ ვხედავთ გარდატეხათა სრულიად ახალ ტალღას არა მხოლოდ ჯანდაცვის ან ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, ზოგად პროტოკოლებში ან არსებულ ფასეულობათა ჯაჭვში, არამედ - ასევე სრულიად ახალი სახის მეტამორფოზის მომსწრენიც ვართ, რომელიც გავლენას ახდენს სოციალური ყოფაზე, მომხმარებელთა ქცევის მოდელზე და ყოველდღიურობის სხვა ელემენტებზე. უპრეცედენტო მასშტაბისა და მუხტის მქონე ტრანსფორმაციის პერიოდში ვიმყოფებით“, - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი წერს, რომ გლობალური სისტემა პანდემიის უარყოფითი გავლენის მსხვერპლად იქცა და დომინოს ეფექტი იქონია.

 

„ამასთანავე, ვიხილეთ, რომ გლობალური სისტემა პანდემიის უარყოფითი გავლენის მსხვერპლად იქცა და დომინოს ეფექტი იქონია. მსოფლიო ეკონომიკაში განსხვავებული გრავიტაციის წერტილებია და ყველა მათგანი თავის არეალს მიემართება. მაგალითად, გვაქვს ჰაბები, რომლებიც წარმოების მთავარი მამოძრავებელი ძალაა მაშინ, როდესაც სხვები წარმართავენ მომსახურების სფეროს და არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაზე დიდ მომხმარებლებად გვევლინებიან. ამგვარი გადანაწილება განაპირობებს დომინოს ეფექტს და აფეთქებების ჯაჭვს წარმოქმნის.

 

ამ კრიზისმა დაგვანახა მრავალპროფილურობის მნიშვნელობა, რადგან ნამდვილად არსებობს სივრცე შედარებით მცირე ზომის ჰაბებისთვის, რომლებიც განსხვავებული ეკონომიკური აქტივობების სინდიკატები იქნებიან. მკითხველმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ ვარ გლობალიზაციის წინააღმდეგი. პირიქით! მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ამ გლობალური ფენომენის უარყოფით ნიშნებს და რისკებს უნდა ვიცნობდეთ და გადავწონოთ. ამისათვის ერთერთ მექანიზმად გთავაზობთ მრავალპროფილურ ჰაბებს. ამგვარი ცენტრების შექმნა თავისუფლადაა შესაძლებელი ისეთი მოთამაშეებით, რომლებსაც სურთ იკისრონ გაცვლის ფუნქცია, იქნება ეს სოციალურ, კულტურულ თუ ეკონომიკურ სფეროებში“, - წერს ყოფილი პრემიერი.

 

მამუკა ბახტაძე სწორედ ამ მიმართულებით მოიაზრებს საქართველოს და მსგავსი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა მოხდეს რადიკალური, თუმცა აუცილებელი - რეფორმების განხორციელება.

 

„სწორედ აქ ვხედავ საქართველოს და მისი მსგავსი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა მოხდეს რადიკალური - ხშირად ნაკლებად პოპულარული, თუმცა აუცილებელი - რეფორმების განხორციელება. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია გლობალურ პანდემიასთან ერთად უკვე გახდა ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის დაჩქარებული ტალღის ძლიერი კატალიზატორი. ძალიან ცნობილი გამონათქვამია „სასოწარკვეთილ დროს სასოწარკვეთილი ზომებია საჭირო“. სწორედ ასეთი მრწამსით უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ და მსგავს სიტუაციაში მყოფი ყველა ქვეყნის მთავრობამ.

 

რეალურად, ყველაფერი რომ გავამარტივოთ, მე ვქომაგობ კონკურენტუნარიანობას, რაც მომატებულ გამძლეობას და მდგრადობას გულისხმობს. ეს ელემენტები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფასეულობათა ჯაჭვის გადაწყობის პროცესი დაიწყება. ეს პროცესი გარკვეულწილად დაიწყო კიდეც, თუმცა სრულ ფაზაში პანდემიის კლებისას შევა. საქართველოს მსგავსი ქვეყნები (ვგულისხმობს მათ, რომლებსაც მიზნად აქვთ დასახული ყველა საჭირო წინაპირობის შექმნა მრავალპროფილურ ჰაბებად ქცევისთვის) მზად უნდა იყვნენ ახლად-შექმნილ ბიზნეს მოდელებში პოზიციონირებისთვის, საკუთარი სარგებლის დემონსტრირებისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის საკუთარი შეთავაზების გაცნობისთვის. აქ კი ადამიანური კაპიტალის განვითარების დანიშნულება იკვეთება“, - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რადიკალური ტრანსფორმაციის მოსალოდნელი ეფექტის სრული კაპიტალიზაციისთვის მთავრობებმა ინვესტიციები ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ და შრომითი ბაზრის გადაწყობისკენ უნდა მიმართონ.

 

„საქართველოს მაგალითი შეიძლება ამის დიდებული პრეცედენტი იყოს. გასულ წელს მივიღეთ კანონი, რომლის თანახმად ყოველმა შემდგომმა მთავრობამ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6% (რაც სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის მეოთხედია) უნდა მიმართოს განათლების სექტორში.

 

ახალი კორონავირუსის პანდემიამ სამუდამოდ შესცვალა კაპიტალდაბანდებების სამიზნეების შეფასება და ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ერთერთი მთავარი კრიტერიუმი საბოლოო ჯამში იქნება ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების შეფასება: მათი ეფექტიანობა, სიძლიერე და მდგრადობა“, - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე Emerging Europe -ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

მამუკა ბახტაძე საქართველოს მთავრობას 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 2 სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.

 

Imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up