მამუკა ბახტაძე - ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი

მამუკა ბახტაძე - ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი

access_time2019-08-08 14:10:42

დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო ოკუპაცია, ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში, დევნილთა დასახლებაში განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, ამას შემდეგ მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელმაც კიდევ უფრო გაამყარა ოკუპაციის ფესვები საქართველოში.



„დღეს 11 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ეს არის უზარმაზარი ტკივილი და მოუშუშებელი იარა თითოეული ჩვენგანისთვის და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ერთსულოვნება, თანმიმდევრული პოლიტიკა, იმ სამშვიდობო ინიციატივების რეალიზაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ყველაზე მთავარ მიზნამდე, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერი ცხინვალიდან დევნილი ვეტერანის, სერგო ქესანაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნა, რომ დევნილების ბინებით უზრუნველყოფა მთავრობისთვის პრიორიტეტია.




მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ვეტერანთა მხარდაჭერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სახელმწიფო სწორედ ასეთ ხალხზე დგას.



მთავრობის მეთაური დევნილებს ასევე ესაუბრა ახალი ბინების მსენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დაჩქარებული ტემპებით გაგრძელდება.



გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში 480 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.



„ამ დასახლების ბმშენებლობა დაიწყო ორი წლის წინ. დევნილებისთვის ბინების გადაცემა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. წელს და მომავალ წელს 2000-ზე მეტ დევნილს გადაეცემა ბინა. ამ დასახლებაში ძირითადად ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში. სადაც ისინი ორი წლის წინ ცხოვრობდნენ, იქ მართლაც გაუსაძლისი პირობები იყო. ჩვენ ვავითარებთ ინფრასტრუქტურას გორის ამ ნაწილში. არსებობს საბავშვო ბაღის პრობლემა, უკვე ჩავსვით ბიუჯეტში და მომავალ წელს აქ აშენდება საბავშვო ბაღი. ასევე არის პრობლემა, რომელიც უკავშირდება დასაქმებას. ჩვენ გვაქვს პირობა მიცემული ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვარებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.








ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა

ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა
access_time2020-02-19 17:05:52
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309...

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა
access_time2020-02-19 17:00:28
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უცხოურ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან ხელშეკრულება მეორედ გაწყვიტა. თავდაპირველად მაშინ, როდესაც კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა და მეორედ ახლა, როდესაც ხულო-ზარზმის გზის 2 მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ვერ ჩაუტარა. არადა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე 110-მილიონიანი ხელშეკრულება მაშინ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-19 21:30:46
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოში რამდენიმე წამყვანი ბანკია, რომლებიც გაცილებით დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად, ამიტომ კონკურენციას ვერ...

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა სასამართლო წააგო

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა  სასამართლო წააგო
access_time2020-02-19 19:30:28
„კრემლმა წააგო სასამართლო „იუკოსის“ აქციონერებთან. სწორედ კრემლმა და არა რუსეთმა“  -წერს   Twitter-გვერდზე კომპანიის ყოფილი დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი.მისი თქმით, ჯერ კიდეც 2005 წელს, ციხეში ყოფნის დროს, მან  თავისი წილები „იუკოსში“ მის პარტნიორს, ლეონიდ ნევზლინს გადასცა, შესაბამისად, მას  ამ საკითხში არავითარი პირადი ფინანსური დაინტერესება არ გააჩნია.   სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნევზლინმა განაცხადა,...

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას საბიუჯეტო რესურსები არ ჰყოფნის“

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას  საბიუჯეტო რესურსები  არ ჰყოფნის“
access_time2020-02-19 16:00:47
მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებს. ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის. “ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი...


მსგავსი სიახლეები

up