მამუკა ბახტაძე - ოკუპაცია არის  გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და ის ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით  დაიძლევა

მამუკა ბახტაძე - ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და ის ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით დაიძლევა

access_time2019-08-22 01:20:53

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, ოკუპაციასთან ბრძოლა არის რთული პროცესი, რომელიც პრინციპულ მიდგომებს და სწორ და ეფექტურ სტრატეგიას მოითხოვს.



„ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში საერთაშორისო თანამეგობრობის როლი უმნიშვნელოვანესია და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია და უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერ-მინისტრის თქმთ, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნას განსაკუთრებული პირობები, რათა თითოეული მათგანი გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას.



„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. მე გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინე ჩვენი მოქალაქეებისგან, თუ რა გვაქვს დამატებით გასაკეთებელი და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ. მინდა ხაზი გავუსვა ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას, მათ მხნეობას და პრინციპულობას, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში ჩემთვის არის ძალიანმნიშვნელოვანი. ეს არის ის გადამდები მუხტი და ენთუზიაზმი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა აერთიანებდეს, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.







„გაყიდვები გაგვინახევრდა და ზარალშიც წავედით“ – „დომინოს პიცა“ კორონავირუსის შედეგებზე

„გაყიდვები გაგვინახევრდა და ზარალშიც წავედით“ – „დომინოს პიცა“ კორონავირუსის შედეგებზე
access_time2020-06-07 12:30:23
პანდემიის გამო, „დომინოს პიცას“ გაყიდვები გაუნახევრდა. როგორც კომპანიის დირექტორი მიხეილ ალხანიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მართალია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ე.წ დელივერის სერვისი მუშაობდა, თუმცა, ზარალი მაინც...

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა
access_time2020-06-07 11:00:31
როდესაც ჰოუპ ეილსი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ლუქს-კლასის სასტუმროში 14-დღიანი კარანტინის გასატარებლად დარეგისტრირდა, ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ შვებულების მსგავსი იქ არაფერი იქნებოდა."ჩვენ ნომრების დატოვების უფლება არ გვქონდა" - განაცხადა ეილსმა, რომელიც აპრილში სამშობლოში ფილიპინებიდან დაბრუნდა, და იმავე წუთს იზოლაციაში მოხვდა - ავსტრალიამ კორონავისურთან დაკავშირებით კარანტინი ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა."ფანჯრები არ...

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი
access_time2020-06-07 10:00:14
საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“...

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...


მსგავსი სიახლეები

up