მამუკა ბახტაძე ნიდერლანდების განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მამუკა ბახტაძე ნიდერლანდების განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

access_time2018-10-22 22:36:55

ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) საქართველოსთან თანამშრომლობას წარმატებულად აფასებს, – ამის შესახებ ბანკის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტერ ვან მიერლომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც განათლების სექტორის განვითარებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და აღინიშნა FMO-ს მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნული რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში.

 

„ხაზი გაესვა საქართველოს რეგიონულ როლს, მოწინავე პოზიციებს წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში და შესაძლებლობებს, რომლებსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, მათ შორის ევროკავშირთან, რეგიონის ქვეყნებსა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მეშვეობით. აღინიშნა, რომ საქართველო არის კარიბჭე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის, რაც მას მნიშვნელოვან პერსპექტივებს უხსნის“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


ამასთან, ნიდერლანდების განვითარების ბანკმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდაში, ასევე მხარი დაუჭიროს საქართველოში ალტერნატიული საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების განვითარებას, რათა კაპიტალზე წვდომა მაქსიმალურად გამარტივდეს.

 

საუბრისას ასევე ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს და ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

 

შეხვედრას ნიდერლანდების განვითარების ბანკის ინვესტიციების კოორდინატორი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში იან-ვილემ ჰუკი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოს დაუმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაესწრნენ.






არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ

 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ
access_time2019-04-25 10:00:22
მესემე დღეა გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ, — წერს სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის...

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...


მსგავსი სიახლეები

up