მამუკა ბახტაძე - მთის სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, აღმოვფხვრათ ყველა  ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე

მამუკა ბახტაძე - მთის სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, აღმოვფხვრათ ყველა ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე

access_time2018-12-11 17:16:57



მთის სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ ყველა ის ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს „ექსპო ჯორჯიაში" მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება მთის სტაბილური და შეუქცევადად განვითარებისთვის გახდა საჭირო.



„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ ასეთი სტრატეგია საქართველოს ჰქონოდა დამოუკიდებლობის დღიდან. ეს საშუალებას მოგვცემდა რომ ჩვენ, ბევრი პრობლემა, რაც დგას მთის წინაშე, გაცილებით ადრე გადაგველახა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ ყველა ის ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე. დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო UNDP-ის, რომლის აქტიური მხარდაჭერით საქართველოს აქვს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებს და მათ მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერის პროექტს და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავიხადო იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ ტექნიკური დახმარების გაწევის პროცესში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით ქვეყანას აქვს სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.


მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,730 დასახლებას და ამ სტრატეგიის განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებისთვის რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ.


„სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობის და კოოპერაციის განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა. გაგრძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად არსებული გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები, რაც მოგვცემს საშუალებას სრულად გამოვიყენოთ მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი. საამისოდ განვითარდება ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები, გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. მთაში განთავსებული საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის მოხდება მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების გაძლიერება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.






კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს
access_time2019-01-24 09:10:03
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს. „ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე...

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“
access_time2019-01-24 09:25:01
ბილაინს არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა“-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა მექაურმა...

Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

 Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
access_time2019-01-23 17:51:34
როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ნიდერლანდური კომპანია Damen Shipyards-იის მიერ საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად სად და რა ტიპის...

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი  განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“
access_time2019-01-24 10:00:55
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე ნახევარ წელზე მეტია,  საქართველოს  რეგიონულ  ჰაბად ქცევაზე საუბრობს. ამის შესახებ მან გუშინ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუშიც განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში.   შეკითხვაზე — რა პერსპექტივა აქვს საქართველოს გახდეს რეგიონში ჰაბი და რა ნაბიჯებს...

საქართველოს სკოლების 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

 საქართველოს სკოლების 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია
access_time2019-01-23 16:48:09
2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიში  - „სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, აგრეთვე 26%-ში საერთოდ არ არის საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი. მსოფლიო...


მსგავსი სიახლეები

up