მამუკა ბახტაძე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება

მამუკა ბახტაძე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება

access_time2020-01-20 23:24:12

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე დავოსში მიმდინარე  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. კერძოდ, მამუკა ბახტაძე მონაწილეობას იღებს ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც 100-ზე მეტი ცნობილი ეკონომისტი;  სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები;  ბანკირები და ინვესტორები ესწრებიან. ფორუმში მონაწილე ინვესტორები  150 მილიარდი აშშ დოლარის ჯამური მართვის ქვეშ მყოფი აქტივებით არიან წარმოდგენილი.

ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელზე, რომლის სახელწოდებაა - „ფული 2025:  კერძო ბანკები, ცენტრალური ბანკები თუ ბლოკჩეინ ციფრული ვალუტები“ მამუკა ბახტაძე  ერთ-ერთი წამყვანი გამომსვლელია. 

 მამუკა ბახტაძესთან ერთად ფორუმში მონაწილეობას იღებს აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის მე-13 თავმჯდომარე კრისტოფერ ჯანკარლო.

პანელზე გამოსვლისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი  ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საჯარო სექტორში და გამოიყენა სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში. გარდა ამისა, იგი შეეხო მისი პრემიერობის დროს დაწყებული განათლების რეფორმასაც, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ბიუჯეტში განათლების სექტორისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ის გათვალისწინებას, რაც დაახლოებით ბიუჯეტის ¼-ია. სწორედ ამ კუთხით საქართველომ დაიწყო ურთიერთობა მსოფლიოში წამყვან კომპანია „IOHK“-თან, რათა ბლოკჩეინ ტექნოლოგია დანერგილიყო განათლების სექტორშიც,  მაგალითად, დიპლომების გაცემისას და სხვა მიმართულებებით.


ყოფილმა პრემიერმა, ასევე ისაუბრა ციფრული ვალუტის მომავალზე, მისი რეგულაციის გზებზე, ეროვნული ბანკის როლზე ციფრული ვალუტის რეგულაციებში და ბლოკჩეინ ციფრული ვალუტის უპირატესობებზე მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში. 

ცნობისთის, ბლოქჩეინის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას იღებენ ინვესტორები 150 მილიარდი აშშ დოლარის ჯამური მართვის ქვეშ მყოფი აქტივებით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up