მამუკა ბახტაძე - მომავალი წელი იქნება ისტორიული და საქართველო მთლიანად აღმოფხვრის იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში,   სოფლის მეურნეობის  დარგში გვქონდა

მამუკა ბახტაძე - მომავალი წელი იქნება ისტორიული და საქართველო მთლიანად აღმოფხვრის იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობის დარგში გვქონდა

access_time2019-08-16 20:15:11

ეს ტენდენციები, რაც გვაქვს, მე მაძლევს იმედს, რომ მომავალი წელი იქნება ისტორიული და საქართველო მთლიანად აღმოფხვრის იმ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში,   სოფლის მეურნეობით პროდუქციის დარგში გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეგრელოში სტუმრობისას ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

 

 

 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას აქვს პერსპექტივა.

 

 

 

„დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით, ალტერნატივა არ აქვს. მე კარგად მახსოვს ჩვენი ოპონენტების უსაფუძვლო კრიტიკა, რომ ინვესტიციები ამ დარგში იყო უსაფუძვლო და რომ სოფლის მეურნეობას თურმე საქართველოში პერსპექტივა არ ჰქონდა. დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას აქვს პერსპექტივა. ჩვენ როდესაც დავიწყეთ რეფორმები, 900 მილიონ დოლარზე მეტი დეფიციტი გვქონდა მარტო სოფლის მეურნეობით პროდუქციის ვაჭრობაში. ჩვენ შევძელით და ის შევამცირეთ სამჯერ. რომ არა ეს გამოწვევა, რომელიც გვქონდა აზიური ფაროსანას სახით, ჩვენ წელსვე შევძლებდით ამ დეფიციტის სრულად აღმოფხვრას, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


 

 

 

 

პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებსა და აზიური ფაროსანას წიმააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

 

 

 

„მე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგის მიღწევა. მათი ფინანსური და ტექნიკური დახმარება, მათი მეცნიერების ჩართულობა ამ პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამავე დროს, მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს. მათ მართლაც 24-საათიან რეჟიმში შეძლეს შეუძლებელი. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ფერმერებს. ეს პროექტი იყო ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ როდესაც არის სრული კონსოლიდაცია და ერთსულოვნება, არ არსებობს გამოწვევა, რომლის დაძლევაც ვერ შევძლოთ, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

მთავრობის მეთაურმა ფერმერებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თხილის მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.





საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...


მსგავსი სიახლეები

up