მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტიპის კვლევების ჩასატარებლად ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ

მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტიპის კვლევების ჩასატარებლად ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ

access_time2019-04-11 16:18:14

მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი, - სერვისს მოქალაქეებს მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ შესთავაზებს, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტიპის კვლევების ჩასატარებლად, საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში წასვლა აღარ მოუწევთ.



ამასთან ერთად, პრემიერი მიესალმება იმ ფაქტს, რომ „მეგალაბი“ მომავალ სპეციალისტებს პრაქტიკის გავლის საშუალებასაც აძლევს. მამუკა ბახტაძემ პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.




„ამ პროექტს ჩვენთვის, ბევრი მიზეზის გამო აქვს დიდი მნიშვნელობა. პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მსგავსი ტიპის კვლევები და ტესტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება. რა თქმა უნდა, მას აქვს უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტი. რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გადიოდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ საქართველოში არ გვქონდა შესაბამისი ინფრასტრუქურა და ამასთან ერთად აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ჩვენი ხედვის ნაწილს, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონისთვის ეკონომიკური ცენტრი. საქართველომ უნდა გაზარდოს საექსპორტო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით და მსგავსი ინფრასტრუქტურა ამაში ძალიან დაგვეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს დაწესებულება მიიღებს აკრედიტაციას წამყვანი ქვეყნებისგან, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ ლაბორატორიაში ჩატარებულ თითოეულ ტესტს განსაკუთრებული ვალიდურობა ექნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“, წელიწადში 6 მილიონამდე ტესტის კვლევას განახორციელებს. ლაბორატორია უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი და მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფს დიაგნოსტირებას.








Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება
access_time2019-06-27 14:00:09
ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა - ამტკიცებს როსპოტრებნადზორი, თუმცა ავსტრიელი და გერმანელი მეღვინეები ამას ვერ ამჩნევენ - ალბათ იმიტომ, რომ ყიდულობენ ყველაზე ხარისხიან ქართულ ღვინოს ევროპული ბაზრისთვის. მოთხოვნა კი სწრაფად იზრდება. „არც ჩვენ, არც მაკონტროლებელ ორგანოებს არ გვაქვს არავითარი პრობლემები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით,“ - ამბობს ჰამბურგში მდებარე მაღაზია GeoVino-ს თანამფლობელი ანდრე...

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე
access_time2019-06-27 12:30:59
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება აანონსებდა, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ტრიბუნიდან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მოგვასმენინებდა. ასევე დაანონსებულია, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივა შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენად სწორად გეგმავს ხელისუფლება პოლიტიკურ ნაბიჯებს და რამდენად...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება გრძელდება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება  გრძელდება
access_time2019-06-27 12:23:14
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების...

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი
access_time2019-06-27 11:50:53
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთანდ აკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების...

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს 1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს  1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“
access_time2019-06-27 10:00:54
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი.“ რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...


მსგავსი სიახლეები

up