მამუკა ბახტაძე: მინდა ავიღო სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში პენსიის პრობლემა იქნება ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული

მამუკა ბახტაძე: მინდა ავიღო სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში პენსიის პრობლემა იქნება ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული

access_time2019-05-31 13:00:16


„მინდა ავიღო სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში პენსიის პრობლემა იქნება ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული,- განახცადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან, რომელიც  საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფება.


„ჩვენ გვსურს შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა მოქალაქეებისთვის. მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია ამ საპენსიო სისტემისთვის, საპენსიო ფონდის გარეშე. ეს არის აქსიომა. ამაზე დავას აზრი არ აქვს და უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. ყველა ქვეყანას ვინც წარმატებას მიაღწია და ჯანსაღი, წარმატებული ეკონომიკა აქვს, დაწყებული აქვს მსგავსი რეფორმა . ჩვენ ახალი ველოსიპეტი არ გამოგვიგონია. 15 წლის წინ ამ კითხვების ავტორებს რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა ან გამბედაობა დაწყებულიყო რეფორმა, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები, რომელიც გვაქვს დღეს .



ამავე დროს ვერ იქნებოდა ის პოპულისტური განცხადებები , რომელიც წინასაარჩევნოდ მოვისმინეთ, რომ ვიღაცები ორჯერ აპირებდენ პენსიის გაზრდას ისე, რომ ამისთვის მთელი ბიუჯეტი არ ეყოფოდათ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, მე მინდა ავიღო სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში ეს პრობლემა  ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული იქნება.
ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ინფლაციის გათვალისწინებით , 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს შევა ამ სისტემაში, საპენსიო ასაკზე მხოლოდ ამ კომპონენტიდან მიიღებს დღევანდელი მსყიდველობითუნარიანობით 2300 ლარს . ეს არის ღირსეული პენსია და ჩვენ ასე გვესმის ეს საკითხი. ჩვენ არ ვართ ნებაყოფლობითი სისტემის მოწინააღმდეგე, ნებაყოფლობითი სისტემა ვერ იქნება სავალდებულოს ალტერნატივა და ის კანონი, რომელიც შემოტანილი იყო და რომელსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ითვალისწინებს ნებაყოფლობით სისტემასაც, ე.წ. მესამე სვეტს, -ასეთია პრემიერის პასუხი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.



მარიამ მორგოშია





ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up