მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი

access_time2019-05-23 14:00:22

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, ლარის მკვეთრი გაუფასურება "თურქეთის ფაქტორმა" გამოიწვია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და ეროვნული ვალუტა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, "რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ".


მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის "ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე". მისი შეფასებით, ორიენტირება ექსპორტზე, მომსახურების სექტორზე, ტურიზმზე, იმპორტის ჩანაცვლებასა და "რაც მთავარია, ლარიზაციაზე", გრძელვადიან პერსპექტივაში იმის ერთადერთი გარანტია, რომ "საქართველო არ იყოს ასეთი მოწყვლადი" მეზობელი ქვეყნების ეკონომიკების მიმართ.


"ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და ბუნებრივია, ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები თავიანთი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსსა და ზოგადად, მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში. ექსპორტის მაჩვენებელი არის მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი, მიმდინარეობს სავაჭრო დეციფიტიის შემცირება, აქედან გამომდინარე, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე.




რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომელსაც აქვს ადგილი თურქულ ეკონომიკაში, თავისი გავლენა იქონია, მაგრამ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც დაგისახელეთ, ასევე, ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ძალიან მდგრადი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც იგივე დაადასტურა, რა თქმა უნდა, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი - ეს არის ძალიან მოკლევადიანი ასახვა" - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ასეთ საკითხს "სისტემური გადაწყვეტის პრიზმიდან" უნდა ვუყუროთ.


"ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იყოს ადვილად მოწყვლადი, საქართველო არსებობს იმ რეგიონში, სადაც ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის რისკების ან მცირე შოკების საფრთხე. ამისთვის დავიწყეთ ლარიზაციის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყო თითოეული საქართველოს მოქალაქე დამოკიდებული გაცვლით კურსზე. იყო პერიოდი საქართველოში, როცა დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო უმაღლეს წერტილში, ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი. ასევე, სავაჭრო დეფიციტი არის ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლი, რამდენიმე წლის წინ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტი შეადგენდა თითქმის 13%-ს, ეს იყო ერთერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მსოფლიოში, ჩვენ შევძელით და ეს გავანახევრეთ.


ეს არის, როგორც ჩანს, ძალიან მოკლევადიანი ეფექტი და უახლოეს პერიოდში ჩვენ დავუბრუნდებით იმ მაჩვენებელს, რასაც უნდა დავუბრუნდეთ" - თქვა მამუკა ბახტაძემ.


ორ თვეზე მეტია, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. ეროვნული ბანკის 23 მაისის ვაჭრობის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, კომერციულ ჯიხურებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.11 ლარი. ბანკებში უცხოური ვალუტა უფრო ძვირია - 1 დოლარის შეძენა 2.81 ლარად შეგიძლიათ, 1 ევროსი - 3.15 ლარად. ლარი დოლართან დღის მანძილზე 2 თეთრით გაუფასურდა ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაშიც.


1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 10 თეთრზე მეტით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 1 მარტის შემდეგ, ლარი თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა.






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up