მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია

მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია

access_time2019-07-30 21:38:07

ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მაისის და ივნისის მაჩვენებლები ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით საქართველოს ისტორიაში საუკეთესო იყო და არსებობდა ეკონომიკაში ტურიზმის სექტორიდან მეტი შემოსავლის მობილიზების მოლოდინი, რაც, ბოლო მოვლენების გამო ვერ მოხდა.

 


ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. ეს არის ექსპერტების დასკვნა. ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განმარტება. ბუნებრივია, ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც აქვს თავისი მოსაზრება და ეს მოსაზრება ობიექტურია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის ნიშნული და აუცილებლად უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. ბუნებრივია, მე მაქვს ეს მოლოდინი და ეროვნულმა ბანმა ეს დაადასტურა. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილი ვართ კომუნიკაციისთვის, ჩვენ ბიზნესს ვხვდებით ყოველდღიურ რეჟიმში, ხვალაც, ზეგაც იქნება ამის შესახებ საუბარი. ადგილი აქვს პრობლემას - შემოსავლები ტურიზმიდან დაეცა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ სამოქმედო გეგმით, რომელიც წარდგენილია, იმ წინადადებებით, რომელიც მოვისმინეთ ბიზნესისგან, შევძლებთ, ეს პრობლემები გადავლახოთ,- აღნიშნა პრემიერმა.





„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up