მამუკა ბახტაძე - კობი-გუდაურის საბაგირო გზა არის ისტორიული მნიშვნელობის უნიკალური პროექტი

მამუკა ბახტაძე - კობი-გუდაურის საბაგირო გზა არის ისტორიული მნიშვნელობის უნიკალური პროექტი

access_time2019-01-19 15:29:49

კობი-გუდაურის საბაგირო გზა არის ისტორიული მნიშვნელობის უნიკალური პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის საბაგირო გზის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კობის, გუდაურისა და ყაზბეგის მოსახლეობისთვის.

„მინდა გულწრფელად მივულოცო ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენი კობის, გუდაურისა და ყაზბეგის მოსახლეობას, რადგან, ჩემი აზრით, სწორედ მათ ესმით ყველაზე კარგად ამ გზის შესაძლებლობები, პოტენციალი და ამავე დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა.

რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ გუდაურის როგორც კურორტის ჩამოყალიბების 30 წლის იუბილე. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გუდაურში 500 პროცენტით გაიზარდა. ეს მართლაც ძალინ დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იყოს საუკეთესო მსოფლიოში.

გუდაური წელს ახალ სეზონს შეხვდა ბევრი სიახლით, მაგრამ ეს პროექტი მართლაც უნიკალურია. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. აღნიშნული პროექტის რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ კობის, გუდაურისა და სტეფანწმინდის ერთ კლასტერდ განვითარებას. თუ ვნახავთ შვეიცარიისა და ავსტრიის საუკეთესო კურორტების წარმატებას, ჩვენმა კოლეგებმა სწორედ აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციის მეშვეობით შეძლეს საუკეთესო შედეგების მიღწევა და დარწმუნებული ვარ, ჩვენც მივუახლოვდებით ევროპელი მეგობრების დონეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ასევე კომპანიას, რომელმაც შეძლო აღნიშნული პროექტის რეალიზაცია. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია „პომას“, ასევე ყველა ინჟინერსა და ტექნოლოგს, რომელთაც ასე მოკლე ვადებში, ყველაზე რთულ რეფლიეფსა და კლიმატურ პირობებში შეძლეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია.

„ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად, ეს პროექტი დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც გვაქვს ყოველ ზამთარს, როდესაც იკეტება კობი-გუდაურის საავტომობილო გზა. დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს, რომ დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს ისარგებლოს აღნიშნული საბაგიროთი და შესაბამისად, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა სისტემურად გადაწყდება 2023 წელს, როდესაც დავასრულებთ ცხრაკილომეტრიანიგვირაბის მშენებლობას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტი დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევასაც.

მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობა მიიღო. მწამს, საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერმა.

7.5 კმ სიგრძის კობი-გუდაურის საბაგირო გზა, რომლის მშენებლობაში 81 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, გუდაურის საბაგიროების ერთიან სისტემაში ერთიანდება და მისი გამტარუნარიანობა საათში 2 800 მგზავრია.


1tv





ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში და კონტროლის რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს?

იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში და კონტროლის რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს?
access_time2019-10-18 10:00:35
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება. მისი თქმით, საქართველოში რქაწითელისგან დამზადებული ღვინის მოხმარება უფრო დიდია, ვიდრე თავად რქაწითელის მოსავალი, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი საქართველოს მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.   სარესტორნო ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინო, რომ იყიდება ამას ადასტურებენ მეღვინეებიც. კომპანია „თელავის მარნის“ დირექტორი ზურა...


მსგავსი სიახლეები

up