მამუკა ბახტაძე - ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ანაკლიის პორტი რაც შეიძლება დროულად უნდა აშენდეს,

მამუკა ბახტაძე - ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ანაკლიის პორტი რაც შეიძლება დროულად უნდა აშენდეს,

access_time2019-05-23 15:15:43

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაცხადებთ იმისთვის, რომ შეძლოს კონსორციუმმა მობილიზაცია გაუკეთოს იმ ფინანსურ რესურსს, რაზეც აიღეს ვალდებულება,- ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.


მამუკა ბახტაძის თქმით, ანაკლიის პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას, ამიტომ ის უმნიშვნელოვანესია.


„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, აქ არის ორი მთავარი საკითხი პირადად ჩემთვის. პირველი გახლავთ ის, რომ მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა აშენდეს და მეორე, ის უნდა აშენდეს, რაც შეიძლება დროულად. ამიტომ, ამ ორი პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ბუნებრივია, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეძლოს კონსორციუმმა მობილიზაცია გაუკეთოს იმ ფინანსურ რესურსს, რაზეც აიღეს ვალდებულება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დავიწყოთ, რაც შეიძლება დროულად პორტის მშენებლობის პროცესი. ძალიან დიდი დროის, ენერგიის და ამავე დროს ფულადი სახსრების ინვესტირება მოხდა ჩვენი მხრიდან ამ პროექტში და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს პროექტი გაიწელოს ძალიან დიდხანს. ეს პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას. ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები იყო. კარგია, რომ ეს დიალოგი შედგა. იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც ინფრაქტრუქტურის სამინისტრომ მისცა თანხმობა კრედიტორებს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც არის პრინციპული მნიშვნელობის, მათ შორის, გადასახადების გადამხდელებისთვის“,- განაცხადა ბახტაძემ.


პრემიერის განცხადებით, მთავრობის მხრიდან კონსორციუმის მხარდაჭერა გაგრძელდება, მთავარია პროექტის მიმდინარეობაში მთავრობამ პროგრესი დაინახოს.



„როცა საუბარია კომერციული რისკის დაზღვევაზე, მაშინ კითხვა ჩნდება - კომერციული ინტერესი სად არის ამ პროექტში, მაშინ როგორ ექნება ამას კომერციული დატვირთვა კერძო ინვესტორის მხრიდან. ამიტომ, ყველა ის საკითხი, რომელშიც შეიძლება ჩვენ მხარი დავუჭიროთ კონსორციუმს, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება. მთავარია, ვაჩვენოთ პროგრესი. მთავარია, კონსორციუმის მხრიდან ჰქონდეს განცდა საზოგადოებს და ყველას, რომ პროცესი მიდის დასრულებისკენ, იმისკენ, რომ კონსორციუმი შეძლებს ამ ფინანსური რესურსი მობილიზაციას. შესაბამისად, ჩვენ არ განვიხილავთ არანაირ ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ ვხელმძღვანელობთ ორი პრინციპით - პირველი, რომ პროექტი აუცილებლად უნდა დასრულდეს და მეორე, პროექტი უნდა დავიწყოთ ყველამ ერთობლივად, რაც შეიძლება დროულად“,- განაცხადა პრემიერმა.


რაც შეეხება ვადებს, პრემიერის თქმით, ვადა დინამიკაზეა დამოკიდებული და ზუსტი თარიღები არ არის განსაზღვრული.


„ვადა არის დამოკიდებული იმ დინამიკის ჩვენებაზე, რომელსაც კონსორციუმი შეძლებს. ეს არის მსხვილი პროექტი და მესმის რომ ერთ დღეში და ერთ კვირაში არ შეიძლება ასეთი მიდგომებით ვსაუბრობდეთ ამ საკითხზე, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩანდეს დინამიკა, მზადყოფნა, რომელიც მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ კონსორციუმის მხრიდან ფინანსური ვალდებულებები იქნება შესრულებული“,- განაცხადა ბახტაძემ.


IPN






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up