მამუკა ბახტაძე - ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი

მამუკა ბახტაძე - ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი

access_time2019-08-13 15:27:57

ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება არის მთავრობის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.



„ამას აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური, სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის ათვისება, მეორე - შევამციროთ სვლის დრო და გავხადოთ უფრო კომფორტული და უსაფრთხო და მესამე - ეს არის ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სიღარიბეს. სიღარიბეს, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და პროექტების დასრულების შემდეგ ქართულ ბიზნესს მიეცეს საშუალება, გახადონ თავიანთი ბიზნესი მეტად კონკურენტუნარიანი.




„ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ჩვენ დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით და ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტებია. მე მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი, ეს არის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო, ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა, მასში ჩვენ ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება ჩვენ განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად უმოკლეს ვადებში გავაკეთებთ. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი თვალით იხილონ, თუ როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი", - განაცხადა მამუკა ახტაძემ.



პრემიერის თქმით, მეორე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.



„რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა მას სჭირდება ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.










მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება
access_time2019-10-17 13:39:16
საჯარო სპორტული მოედნებით, ველობილიკებით და დასასვენებელი პარკებით მოწყობილი სივრცეები დედაქალაქში ფაქტიურად აღარ...

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები
access_time2019-10-17 12:35:41
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს. ახალი ტექნიკური რეგლამენტი მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს...

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი
access_time2019-10-17 12:38:38
სააქციო საზოგადოება „თელასის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. „თელასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიით მოვისმინე. რაიმე სახის წინადადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს, ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ. როგორც ცნობილია, დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს. კერძოდ,...


მსგავსი სიახლეები

up