მამუკა ბახტაძე იაპონიაში - ჩემი სამშობლო - საქართველო, ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა

მამუკა ბახტაძე იაპონიაში - ჩემი სამშობლო - საქართველო, ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა

access_time2019-03-15 20:17:41

მაქვს პატივი, უკეთ გაგაცნოთ ჩემი სამშობლო - საქართველო, რომელიც ისეთივე უნიკალურია ამ სამყაროში, როგორც თქვენი ამომავალი მზის ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტოკიოში შეკრებილ სტუმრებს, რომლებსაც "ქართულ დღეზე" უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა იაპონელ ხალხს საქართველოს ერთგული მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების სრულიად ახალ დონეზე გადავა.

"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვადგინოთ საქართველო, როგორც უძველესი ქვეყანა, საკუთარი კულტურით, ტრადიციებითა და თანამედროვეობით.  ქართველები საუკუნეებია, ვიცნობთ და პატივს ვცემთ იაპონურ კულტურას, თქვენს ქვეყანას, სადაც უძველესი ტრადიციები და თანამედროვეობა ასე ჰარმონიულად არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია, რომელიცმსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარიძალა და თანამედროვეობის, ინოვაციების, ტექნოლოგიების კუნძულია, დღეს საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფოს ერთგული და სანდო პარტნიორია. მადლიერებით მინდა ხაზი გავუსვა იაპონიის მთავრობის მტკიცე პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღვნიშნო, რომ მადლიერი ვართ იაპონიისა და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანესი მორალური და მატერიალური თანადგომისა, რომელიც ასე სჭირდება  ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ორი სახელმწიფოს დიპლომატიურ ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც მეოთხედ საუკუნეზე მეტს ითვლის და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მიღწევა გახდა შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ მეგობრობა და თანამშრომლობა კვლავაც გაღრმავდება ყველა მიმართულებით - იქნება ეს  სავაჭრო-ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობა თუ თანამშრომლობა განათლების, ტურიზმის და კულტურის სფეროებში.


"დღეს ჩვენ  გვაქვს შესაძლებლობა, იაპონელ ხალხს გავეცნოთ, როგორც   უძველესი და უნიკალური კულტურის ერი, რომელსაც ჩვენი ღვაწლი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში, როგორც ღვინის სამშობლოს. უკვე მეცნიერულადაც არის დადასტურებული, რომ მსოფლიოში მეღვინეობის კულტურა სწორედ საქართველოდან გავრცელდა და ამის აღიარება მოხდა  ღვინის მსოფლიო დედაქალაქში - ბორდოში, სადაც პირველად მოეწყო ქართული ღვინის გამოფენა. შემთხვევითი არ არის, რომ მეორედ სწორედ იაპონიაში, მზის სამშობლოში გაეცნობიან ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს და მის 8000-წლოვან უწყვეტ ისტორიას. ამავე დროს ჩვენ გვაქვს საშუალება, იაპონელ ხალხს გავაცნოთ მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის, ჩვენი კულინარია და განსაკუთრებით, ქართული პოლიფონია, რომელიც ცალკე სიმაღლეა და რომელიც ბევრ სხვასთან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობად არის აღიარებული. დარწმუნებული ვარ, კულტურათა ასეთი შეხვედრებით ჩვენს უძველეს ერებს შორის გამყარდება მეგობრული კავშირები და კიდევ უფრო გაიზრდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევსპირველი ქართველი ოძეკის, ტოჩინოშინის მიღწევები, რითაც ამაყობს თითოეული ქართველი. ტოჩინოშინის წარმატებამ საქართველოს მიმართ იაპონელების მაღალი დაინტერესება და პატივისცემა გამოიწვია, საქართველოსთვის კი უფრო ახლო მეგობარი გახდა იაპონია", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც გახდა შესაძლებელი ქართული დღეების მოწყობა ტოკიოში. მათ შორის, მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მსოფლიოში უმსხვილეს კომპანია Sony music communication-ის და კომპანია TOPPAN-ის მიმართ, რომელთა  პარტნიორობითაც, უახლესი ტექნოლოგიის მეშვეობით ტოკიოში უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორია გაცოცხლდა.

"ქართული დღისადმი" მიძღვნილი მიღება, ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაციასთან ერთად, მოიცავდა კულტურულ პროგრამას, "სუხიშვილებისა" და ანსამბლ "ბასიანის" შესრულებით. ღონისძიებას იაპონიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ.






თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია
access_time2019-05-23 15:30:44
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“ აგვისტოს პირველ კვირებში გაიხსნება და პირველ სტუმარსაც მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ჩენელ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა, რომელიც სასტუმროს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს. სიდამონიძის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება შედარებით...

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებაზე: თურქეთის გავლენაა, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი
access_time2019-05-23 14:00:22
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, ლარის მკვეთრი გაუფასურება "თურქეთის ფაქტორმა" გამოიწვია. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი და ეროვნული ვალუტა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, "რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ". მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის "ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე". მისი შეფასებით, ორიენტირება...

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up