მამუკა ბახტაძე - გპირდებით, რომ განათლების რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე

მამუკა ბახტაძე - გპირდებით, რომ განათლების რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე

access_time2018-09-14 12:06:11


„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე - ტერიტრიული მთლიანობის აღდგენა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ გამოწვევებზე არის განათლებული საქართველო. განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს. მე განვაცხადე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები. შესაბამისად, დღეს ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციური დღე. ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება და მე გპირდებით, რომ ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს. სწორედ ამიტომ, დღეს, ამ წმინდა ადგილას, მე და ჩემი გუნდი წარმოვადგენთ განათლების სისტემის რეფორმის ხედვის“, - განახცადა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.










უორენ ბაფეტმა 4 მლრდ. დოლარი ბანკ JPMorgan Chase-ში ჩადო

უორენ ბაფეტმა  4 მლრდ. დოლარი  ბანკ JPMorgan Chase-ში ჩადო
access_time2018-11-16 20:30:54
უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მა  4 მლრდ,. დოლარი ბანკ  JPMorgan Chase-ში ჩადო, რითიც  ამ ფინანსური ინსტიტუტის აქციათა 1%-ს მფლობელი გახდა - თუმცა ეს არ აძლევს ბაეფტის ჰოლდინგს ბანკის უმსხვილეს 5 ინვესტორთა სიაში მოხვედრის საშუალებას -  იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. ზოგადად კი, კომპანია უკვე კარგა ხანია იჩენს განსაკუთრებულ ინტერესს საბანკო სექტორისადმი  - ამ დროისთვის Berkshire...

დავა „დაჩაგრულებზე - მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები პროექტზე, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით შეიქმნა

 დავა „დაჩაგრულებზე  - მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები პროექტზე, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით შეიქმნა
access_time2018-11-16 19:30:42
 „თბილისის მერიისა და შერიგების სამინისტროს მიერ ინიცირებული კომიქსი „დაჩაგრულები, რომლის შესაქმნელადაც ბიუჯეტიდან 68 791 ლარი გამოიყო, არ დაბეჭდილა “, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.   მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანების უმეტესობა გამქრალ ფულზე და დაუბეჭდავ კომიქსზე წერდა.   ფლანგვის დეტექტორმა საკუთარ...

პირველად 1 წლის განმავლობაში, ბიტკოინი $6,000-ს ჩამოსცდა

პირველად 1 წლის განმავლობაში, ბიტკოინი $6,000-ს ჩამოსცდა
access_time2018-11-16 18:20:27
ბიტკოინის ფასი 10%-ით გაუფასურდა და მისმა ღირებულებამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მისი ღირებულება ამჟამად $5,500-ს შეადგენს. ბიტკოინის პარალელურად, მკვეთრი ვარდნა განიცადეს სხვა წამყვანმა კრიპტოვალუტებმა: რიპლი (-9.56%-იანი გაუფასურება, $0.45); 2. ეთერიუმი (-13.75%-იანი გაუფასურება, $175); 3....

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს
access_time2018-11-16 17:30:11
საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს. ამ რეგიონში შემწეობას იქ მცხოვრები მოსახლეობის 41%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 7% იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს, რომელმაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ...

IMF ჩაშლილ ტენდერებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოში კი ელექტრონულ შესყიდვებს კორუფციის საუკეთესო საშუალებად აფასებენ

IMF ჩაშლილ ტენდერებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოში კი ელექტრონულ შესყიდვებს კორუფციის საუკეთესო საშუალებად აფასებენ
access_time2018-11-16 16:30:01
„საქართველოში ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა და შესყიდვების პროცესში არსებული საჩივრების რაოდენობა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს „- ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ქვეყანაში არსებული ვითარება.   სახელმწიფო ტენდერები ერთ-ერთი აქტუალური და სადავო საკითხია, რაზეც ყურადღებას მუდმივად ამახვილებს ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია,...


მსგავსი სიახლეები

up