მამუკა ბახტაძე - ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა

მამუკა ბახტაძე - ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა

access_time2019-03-08 11:50:48

მთელი პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნულ წარმატებას გაფრთხილება და გაღრმავება სჭირდება.

 

პრემიერმა ბრიუსელის ვიზიტი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეხუთე სხდომა შეაფასა.

 


„ბრიუსელში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძალიან ძლიერი გზავნილები ჩვენი პარტნიორებისგან. მე აქვე მინდა შევეხო 21 ნოემბრის ევროკავშირთან სექტორალური თანამშრომლობის შეხვედრასაც, სადაც ჩვენ კონკრეტული პროექტები და მიმართულებები გამოვყავით, სადაც აქტიურად ვმუშაობთ და შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელის შეხვედრა. ჩვენ მოვახდინეთ ფაქტობრივად პრიორიტეტიზაცია იმ პროექტების, რომელიც იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობის გეგმა შემდეგი წლების განმავლობაში. ევროკომისრებთან - ფედერიკა მოგერინისთან და იოჰანეს ჰანთან უმაღლეს დონეზე შეხვედრისას ვიმსჯელეთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხებზე, შევეხეთ იმ რეფორმებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი. ამ კონტექსტში რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სამოქმედო გეგმის საგზაო რუკის პრეზენტაცია. ეს გახლავთ შიდა მოხმარების დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ზუსტად გაწერილი გეგმის მიხედვით მოხდება უფრო მაღალი დონის ინტეგრაცია ევროკავშირთან და მის სტრუქტურებთან. ეს იყო პირველი პრეზენტაცია, რომელიც ჩვენ წარუდგინეთ ჩვენ ევროპელ მეგობრებს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰქონდეს შიდა მოხმარების მსგავსი დოკუმენტი, რომელიც იქნება კონკრეტულად გაწერილი და კონკრეტულად ორიენტირებული შედეგებზე, რომ ქართულ საზოგადოებას ადვილად შეეძლოს გაზომვა საქართველო როგორ პროგრესირებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა
access_time2021-07-31 10:00:13
ივნისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა არა მხოლოდ პანდემიური 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან, არამედ 2019 წელთან შეადრებითაც.  ბიზნესგარემოს საგარეო ეკონომიკური კონიუნქტურის გაუმჯობესება,  წარმოების ზრდა და  რეკორდული ფინანსური ტრანზაქციები  უცხოეთიდან - ეს ის ფაქტორებია, რამაც წინა თვეში ეკონომიკა მაღალი ორნიშნა მაჩვენებლით გაზარდა.  2019 წელთან შედარებით, ზრდა 6,4%-ის დონეზეა. როგორც  სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up