მამუკა ბახტაძე - დიდგორის გამარჯვება იყო სახელმწიფოებრივი აზროვნების და პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინება

მამუკა ბახტაძე - დიდგორის გამარჯვება იყო სახელმწიფოებრივი აზროვნების და პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინება

access_time2019-08-12 11:53:43

დიდგორის გამარჯვება იყო სახელმწიფოებრივი აზროვნების და პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინება და ამავდროულად, სწორი და ძალიან ეფექტური სტრატეგიის რეალიზაცია, რომელიც საუკუნეების შემდგომაც სანიმუშოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდგორის ველზე დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს დიდგორობა მიულოცა.



„დიდგორის ველი, არის სიმბოლო ქართველთა სამხედრო დიდების, ჩვენი ერთიანობისა და ჩვენი თავისუფლებისა. საუკუნეების წინ, აქ ქართველთა ჯარმა დაამარცხა ძლევამოსილი და ურიცხვი მტერი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაი საკვირველი. დიდგორის ველი ქართველთა ერთიანობის, თავდადების და ჩვენი პატრიოტიზმის მაგალითია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბრძოლა დღესაც გრძელდება და ის არის მუხლჩაუხრელი შრომა და ქვეყნის უანგარო სამსახური.



„უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს პატრიარქმა რამდენიმე ხნის წინ ბრძანა, რომ საქართველოსთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება. დიახ მეგობრებო, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება და ეს არის მუხლჩაუხრელი შრომა და უანგარო მსახური ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, სწორი სტრატეგიით, ერთსულოვნებით, დიდი სიყვარულით, მუხლჩაუხრელი შრომითა და რაც მთავარია ერთსულოვნებით ჩვენ აუცილებლად გვექნება ერთიანი და წარმატებული სახელმწიფო, ისეთი ევროპული ყაიდის ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო, რომლისთვისაც ჩვენი დიდი წინაპრები და დავით აღმაშენებელი იბრძოდნენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მთავრობის მეთაურმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყობილი ხალხური რეწვის ნიმუშების და ხელნაკეთი ნივთების გამოფემა დაათვალიერა და ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენას დაესწრო.



დიდგორობის დღესასწაულზე საქართველოს აღმასრულებლი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.









მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება
access_time2019-10-17 13:39:16
საჯარო სპორტული მოედნებით, ველობილიკებით და დასასვენებელი პარკებით მოწყობილი სივრცეები დედაქალაქში ფაქტიურად აღარ...

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები
access_time2019-10-17 12:35:41
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს. ახალი ტექნიკური რეგლამენტი მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს...

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი
access_time2019-10-17 12:38:38
სააქციო საზოგადოება „თელასის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. „თელასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიით მოვისმინე. რაიმე სახის წინადადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს, ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ. როგორც ცნობილია, დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს. კერძოდ,...


მსგავსი სიახლეები

up