მამუკა ბახტაძე - ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ეკონომიკური ღირებულება გლობალურ ეკონომიკაში

მამუკა ბახტაძე - ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ეკონომიკური ღირებულება გლობალურ ეკონომიკაში

access_time2019-01-23 19:30:51

ადამიანური კაპიტალის განვითარება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ქვეყნისთვის; საქართველოში ჩვენ ვიწყებთ საგანმანათლებლო სექტორის ახალ რეფორმას, რომლის საბოლოო მიზანია განათლების გარდაქმნა ჩვენი ეკონომიკის დომინანტ სექტორად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლების სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 10-11%-ს უნდა შეადგენდეს და სწორედ ეს უნდა იყოს საბოლოო მიზანი და სხვა ქვეყნებისთვისაც მისაბაძი მაგალითი.



"ჩვენ მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს ბიზნესის წარმოების ინდექსში, რომლის თანახმად ჩვენ მე-6 ადგილზე ვართ. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი რეფორმის შედეგად, თავის დროზე მსგავს წარმატებას მივაღწევთ ადამიანური კაპიტალის ინდექსში. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ეკონომიკური ღირებულება გლობალურ ეკონომიკაში, რათა განვამტკიცოთ რეგიონში ზრდის მდგრადობა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს რეგიონს აქვს ყველა წინაპირობა, რათა გახდეს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


„კომერსანტი“




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ
access_time2020-02-21 16:29:38
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება და მისი წევრი 37 კლინიკა  პრემიერს წერილს უგზავნის. განცხადების ტექსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები.მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება:საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების...

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება
access_time2020-02-21 15:15:09
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას...

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“
access_time2020-02-21 16:10:21
„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავენ.    „გვახსოვს ყველას, რომ 2018 წლის დეკემბერში „ფონდმა ქართუმ“ პრობლემური აქტივების შეძენა გადაწყვიტა და მოსახლეობას სესხები გაუნუნლა. მონაცემები აღბეჭდილი იყო vali.ge-ზე, მაგრამ დღესდღეობით საიტი აღარ...

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია
access_time2020-02-21 14:45:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამით ქუთაისს განვითარების შანსი ერთმევა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია. „რას ნიშნავს, შანსს არ ვუტოვებთ ქუთაისს, რომ დაიბრუნოს პარლამენტი? ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი,...


მსგავსი სიახლეები

up