მამუკა ბახტაძე: „ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას ორი პრიორიტეტი აქვს“

მამუკა ბახტაძე: „ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას ორი პრიორიტეტი აქვს“

access_time2019-03-26 18:37:01

„ჩემი მთავრობის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ მწვანე ეკონომიკა, ზოგადად - მწვანე პოლიტიკა და ვფიქრობ, სწორედ მწვანე ეკონომიკა, სადაც წყლის რესურსების ეფექტურ მართვას წამყვანი როლი ექნება, არის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველო იყოს ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ სემინარზე ''წყალმომარაგებისა და წყალარინების ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები სამხრეთ კავკასიაში'' სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს.


ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, თუმცა ამის მიუხედავად, არსებობს სერიოზული გამოწვევები წყლის ხარისხთან დაკავშირებით. შესაბამისად, პრემიერის შეფასებით, მსგავსი კონფერენციები, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს.


''ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას ორი პრიორიტეტი აქვს. პირველი ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გვაქვს, არის ჩვენი საზოგადოება და მეორე - ჩვენი ბუნება. პირველ საკითხზე ჩვენ რამდენიმე კვირის წინ უმნიშვნელოვანესი ინიციატივა დავაანონსეთ, რომელიც ჩემი შეფასებით არის ეროვნული იდეა. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ჩვენი ეკონომიკის 6%, ანუ ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად უნდა დავხარჯოთ სწორედ განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე. მეორე სიმდიდრე არის ჩვენი ბუნება, სადაც წყლის რესურსებს აქვს გამორჩეული როლი. სწორედ ამ ორი პრიორიტეტის განვითარებით, დარწმუნებული ვარ, საქართველო ჩადგება განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგში და დაძლევს ყველა გამოწვევას'', - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



დღესვე პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორია გახსნა. ლაბორატორიაში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაიღრმავონ თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკული ექსპერიმენტებით და აწარმოონ საინჟინრო საქმიანობა. ლაბორატორიაში გამოყენებულია, როგორც სასწავლო დანიშნულების, ასევე საინჟინრო ობიექტებზე რეალურ ტექნოლოგიურ პროცესებში გამოყენებული აღჭურვილობა, რაც სტუდენტებს კიდევ უფრო აახლოებს რეალურ სამუშაო გარემოსთან.


ლაბორატორიის შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და უნივერსიტეტის პროფესორებმა მიაწოდეს.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტუ-ს ახალი ლაბორატორია რეგიონში ყველაზე მძლავრია.


''ჩვენთვის განათლების რეფორმას, იმ ეროვნულ იდეას, რომელიც დავაანონსეთ, აქვს ყველაზე უფრო დიდი როლი და ადგილი იმაში, რომ საქართველო ჩავაყენოთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყანათა რიცხვში. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივის რეალიზაციის შედეგად კიდევ უფრო ძლიერი და მეტი მსგავსი ლაბორატორია გვექნება,'' - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.







დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up