მამუკა ბახტაძე - ჩვენი სურვილია, საქართველო დადგეს გლობალური ცოდნის რევოლუციის ავანგარდში

მამუკა ბახტაძე - ჩვენი სურვილია, საქართველო დადგეს გლობალური ცოდნის რევოლუციის ავანგარდში

access_time2019-07-11 12:14:53

„საქართველო უკვე არის სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფანი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე გადის მილსადენები, რომლებითაც თურქეთს და ევროპას მიეწოდება კასპიის ზღვის ნავთობი და გაზი, ასევე ახალი საავტომობილო და რკინიგზის ქსელები, რაც აქცევს საქართველოს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად.



„ჩვენი შავიზღვისპირა პორტების შემდგომი განვითარება ასევე განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის როლს. თუმცა რეგიონული ცენტრის როლი არ არის ერთადერთი რამ, რაც იზიდავს ინვესტორებს საქართველოში. ჩვენი ყოვლისმომცველი ეკონომიური ხედვა ეფუძნება სამნაწილიან სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მომგებიანობის გაზრდას.




პირველ რიგში, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს უნიკალურ სტრატეგიულ მდებარეობას, ბუნებრივ უპირატესობებს და გონივრულ ფინანსურ მმართველობას ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, რომლის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 5%-ს. ჩვენ ვახორციელებთ მნიშნელოვან ინვესტიციებს ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, რასაც ემსახურება ასევე ჩვენი საგანანმანათლებლო რეფორმა, რომელიც კიდევ უფრო ფართო გზას გაუხსნის ჩვენი მოქალაქეების პოტენციალს. ჩვენ დავხარჯავთ ეროვნული ბიუჯეტის მეოთხედს განათლებაზე და საგანმანათლებლო ინდუსტრიებზე, და ჯამში კერძო სექტორთან ერთად გაწეული ფინანსები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 12%-ს, რის შედეგადაც განათლება იქცევა ჩვენი ეკონომიკის წამყვან სექტორად. ჩვენი ტექნოლოგიებში დახელოვნებული და განათლებული სამუშაო ძალა უკვე გასულია საერთაშირისო ასპარეზზე. ჩვენი სურვილია, საქართველო დადგეს გლობალური ცოდნის რევოლუციის ავანგარდში. ამ ძალისხმევის ფარგლებში ჩვენ ვაშენებთ მაღალი ტექნოლოგიების ინჟინერიის და სხვა თანამედროვე სფეროების ახალ სპეციალიზებულ სკოლებს. საქართველო ფაქტობრივად პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც საჯარო მომსახურების მიწოდებაში დაინერგა ბლოკჩეინის ტექნოლოგიები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერის თქმით, ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, ის, რომ საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, ყველაზე ეფექტიანი გზებით მოხდეს.



„ჩვენი მიზანია, გავხდეთ ოქროს სტანდარდი ბიზნესის წარმოების სიმარტივის და იურიდიული გამჭვირვალობის კუთხით. დღეს საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქის თვალსაზრისით, ასევე მე-6 ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში, მსოფლიო ბანკის თანახმად. გარდა ამისა, კანონის უზენაესობის ინდექსში ჩვენ შევდივართ ევროპის 20 მოწინავე ქვეყნის რიცხვში. საქართველო იქცევა გლობალური ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად. საქართველო მდებარეობს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების უზარმაზარი და ექსპორტის პრეფერენციული რეჟიმების მზარდი ქსელის გულში, რომელიც მოიცავს ევროკავშირს, თურქეთს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებს. საქართველო არის პირველი ქვეყენა რეგიონში, რომელმაც გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან. ჩვენს პარტნიორებს აქვთ შესაძლებლობა, გასწვდნენ 2,3 მილიარდი მომხმარებლის დაუბეგრავ ბაზრებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.







დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up