მამუკა ბახტაძე: ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი და განვითარებული

მამუკა ბახტაძე: ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი და განვითარებული

access_time2018-11-24 12:02:18

ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი, განვითარებული, მათ უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული პირველადი ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომობა ყველა სახელმწიფო სერვისზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წნორში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია, რომ საქართელოს ყველა რეგიონს ჰქონდეს თანაბრად განვითარების საშუალება და შესაბამისად, თითოეული მოქალაქისთვის შეიქმნას ცხოვრების თანაბარი პირობები.


„მე არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ რეგიონების მოსახლეობისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისეთი სერვისები, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით ჩვენ თანამიმდევრულად მივდივართ წინ და დღევანდელი დღეც სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა. დღეს წნორში ვხსნით საზოგადოებრივ ცენტრს, რაც ნამდვილად კარგი საჩუქარია წნორის მოსახლეობისთვის. ეს საზოგადოებრივი ცენტრი უზრუნველყოფს ზუსტად ისეთივე ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფას, როგორც ეს ხდება ჩვენს დიდ ქალაქებში. ამავე დროს იქნა გათვალისწინებული თქვენი მოთხვნა და ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს ამ ცენტრს დამატებული, რომელიც თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეიდან წნორელებს საშუალება ექნებათ, წნორიდან გაუსვლელად საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება მიიღონ, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება, ეროვნულ არქივზე წვდომა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისები.



„ასევე სასიხარულოა, რომ კერძო სექტორიც წარმოდგენილი იქნება ამ ცენტრში. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რომ ამ ცენტრში ახალგაზრდებისთვის და მოზარდებისთვის არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა ბიბლიოთეკაზე, მათ შორის - ელექტრონულ წიგნებზე, კომპიუტერებზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან სერვისზე, რომელიც საინტერესოა ახალგაზრდებისთვის. კარგია, რომ ამავე დროს იქნება შეხვედრების დარბაზი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრებიც ჩატარდეს დღეიდან წნორში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების 57 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს, რომლებიც მოსახლეობას აძლევს საშუალებას, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით, 24-საათიანი უფასო უკაბელო ინტერნეტითა და „სკაიპის" ოთახით. ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ხელმისაწვდომია ბეჭდური გამოცემებიც.


საზოგადოებრივ ცენტრში, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისათვის, 30 ადამიანზე გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, რომელიც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარების, ასევე, ფილმების ჩვენების ორგანიზების საშუალებას იძლევა.







21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...


მსგავსი სიახლეები

up