მამუკა ბახტაძე -  მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ შემოგვეყანა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ

მამუკა ბახტაძე - მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ შემოგვეყანა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ

access_time2019-08-21 15:10:32

ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი“-ს კომერციულ დირექტორთან დევიდ ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 



როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე ავიაკომპანია ფრენებს დაიწყებს სამი მიმართულებით, აქედან ერთი - თბილისის, ორი კი ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელდება. „რაინეარი“ ავიარეისებს ეტაპობრივად დაამატებს.



„რაინეარის სახელით გამოვთქვამ სიხარულს და კმაყოფილებას იმის გამო, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გავმართეთ შეხვედრა. თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა საქართველოდან 3 მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება - თბილისიდან - მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა დაგვარწმუნა გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში და ძალიან მახარებს, რომ ამ სამ მიმართულებას სულ მალე კიდევ ერთს თბილისიდან- კიოლნის ავიარეისს დავამატებთ მომავალი ზაფხულიდან,“ -განაცხადა დევიდ ო'ბრაიენმა.




პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო ჩვენმა თანამოქალაქეებმა კი ყველაზე იაფად იმოგზაურონ ევროპაში.



„მინდა ყველას მივულოცო, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ კომპანია „რაინეარი, ეს გიგანტი კომპანია შემოვა საქართველოში. „რაინეარი არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანია ევროპაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ხედვისა, რომ სწორედ საქართველო უნდა გადავაქციოთ ჩვენი რეგიონისთვის ბიზნესის ცენტრად და „რაინეარის, ასეთი მასშტაბური ბრენდის შემოსვლა საქართველოში არის მართლაც ღირსშესანიშნავი. მსურს, მადლობა გადავუხადო „რაინეარს, მის ხელმძღვანელობას, ჩვენს გუნდს, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



პრემიერ-მინისტრსა და „რაინეარი“-ს კომერციულ დირექტორს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.








მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“
access_time2019-09-20 16:30:57
„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ...

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა
access_time2019-09-20 19:00:20
2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ ქალაქში (ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში) საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. როგორც ყველა არჩევნების წინ, ახლაც, მმართველი პარტიის შემწირველები ქართულ ოცნებას 10-ეულობით ათას ლარს ურიცხავენ. ბოლო 5 თვეში ქართულ ოცნებას 100 ათასი ლარი 10-მა კომპანიამ შეწირა. ...


მსგავსი სიახლეები

up