მამუკა ბახტაძე: კერძო სექტორისგან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, რომლებიც  აუცილებლად გახდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნაწილი

მამუკა ბახტაძე: კერძო სექტორისგან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, რომლებიც აუცილებლად გახდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნაწილი

access_time2019-05-08 19:18:40

ჩვენი ექსპორტი რეკორდული ტემპებით იზრდება, მაგრამ ამავე დროს ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ არის საკმარისი და გვსურს მეტი, ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. ყურადღება დაეთმო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე, ბიზნესმენებმა მთავრობის მეთაურს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრა იყო ნაყოფიერი და საუბარი შეეხო იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ისახავს მიზნად.



„კერძო სექტორის მხრიდან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, იდეები, რომლებიც, ვფიქრობ, აუცილებლად გახდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნაწილი. ყველა ვთანხმდებით, რომ გატარებული რეფორმები და ინიციატივები, რომელთა რეალიზაცია დღეს ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რათა ჩვენ მივიღოთ უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ორიენტირებულია მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე. ვისაუბრეთ მაკროეკონომიკურ სტატისტიკაზე. ამ ნაწილშიც არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა განათლების რეფორმაზე და კერძო სექტორის ჩართულობის როლზე მისი წარმატებით განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით პროფესიული განათლების მიმართულებით.


„ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან უკვე ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და მიხარია, რომ კერძო სექტორს აქვს სრული მზაობა, პროფესიულ განათლებაში მეტი კონტრიბუცია შეიტანონ. ჩვენი მიზანია ჩვენი ეკონომიკის 6 პროცენტი, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მივმართოთ განათლებაზე. ამასთან ერთად, არის მოლოდინი, რომ კერძო სექტორი დაამატებს ინვესტიციების 5 პროცენტს, რის შედეგადაც ჯამში სწორედ განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში 11-12-პროცენტიანი წილით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების მეორე შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა და მასში ასოციაციის წევრი კომპანიების 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.






ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up