მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვართ წარმატებული ამ არჩევნებში, რადგან ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად

მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვართ წარმატებული ამ არჩევნებში, რადგან ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად

access_time2019-06-12 01:15:29

ჩვენ ვართ წარმატებული ამ არჩევნებში, რადგან ხელისუფლება უსმენს საზოგადოებას და საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად, - პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. 


მთავრობის მეთაურმა ლადო კახაძეს მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.



„ჩვენ გვაქვს ინტენსიური დიალოგი ჩვენს საზოგადოებასთან და ჩვენ ყოველდღიურად ვღებულობთ კონკრეტულ გზავნილებს ჩვენი საზოგადოებიდან, თუ რა არის გასაკეთებელი. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ საქართველოში არსებული ყველა პრობლემის მოგვარებას ჩვენ შევძლებთ ერთ დღეში ან ერთ თვეში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასთან დიალოგის გზით თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და ქართულ ოჯახს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის რეფორმები, რომელიც კეთდება ჩვენს მიერ, ის პროექტები და ინიციატივები, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ, გახდება იმის წინაპირობა, რომ საქართველო აუცილებლად დაძლევს ეკონომიკურ სიდუხჭირეს. საქართველო აუცილებლად დაძლევს სიღარიბეს. ჩვენ ვართ ძალიან კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებულები. ჩვენ თითოეულ არჩევნებში მივიღეთ გზავნილები ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს გზავნილები არის ძალიან კარგად გააზრებული, რომელმაც მათ შორის მინდა გითხრათ, რომ გამოიწვია ეკონომიკური პოლიტიკის დაკორექტირება, გამოიწვია ახალი პროექტების ინიცირება, გამოიწვევს ახალი პროექტების ინიცირებას, მათ შორის მიმდინარე წლის შემოდგომაზე,სადაც კიდევ უფრო ნათლად გახდება თითოეული მოქალაქისთვის, რომ „ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს საქართველოში სიღარიბის შემცირებას და მის დაძლევას. სწორედ „ქართული ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა, ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო გააგრძელებს სტაბილურ განვითარებას და მიაღწევს მის მიერ დასახულ მიზნებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.








მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up