მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ვამაყობთ ჩვენი დიდი წარსულით, რომელიც დგას სწორედ განათლებაზე და კულტურაზე

მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ვამაყობთ ჩვენი დიდი წარსულით, რომელიც დგას სწორედ განათლებაზე და კულტურაზე

access_time2019-04-24 13:40:29

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ვამაყობთ ჩვენი დიდი წარსულით, რომელიც დგას სწორედ განათლებაზე და კულტურაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ და საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დასაძლევად.



პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა განათლების რეფორმის შესახებ და აღნიშნა, რომ ხუთ დონიან რეფორმაში მეცნიერებას განსაკუთრებული როლი აქვს.



„ამ ეროვნული იდეის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ საქართველო შემდეგი ათწლეულების განმავლობაში მოახდენს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის ინვესტირებას სწორედ განათლებაში, რომელიც ფაქტობრივად არის ბიუჯეტის მეოთხედი. ეს არის ჩვენი გზავნილი ჩვენი მეგობრებისთვის, ეს არის ჩვენი განწყობა და სულისკვეთება. ამ ხუთ დონიან რეფორმაში მეცნიერებას აქვს განსაკუთრებული როლი, ვინაიდან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პოტენციალი, რომელიც არის საქართველოში, ჩვენს ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეცნიერებში, ჩვენ ფაქტობრივად ამის 2-3 პროცენტს ვერ ვიყენებთ. ამასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგია გახლავთ ის, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონული ცენტრი და ლიდერი. ბუნებრივია, ეს ჩვენ წარმოგვიდგენია მხოლოდ განათლებასთან ერთად და იმასთან ერთად, რომ საქართველომ დაიბრუნოს განათლების კერის სტატუსი რეგიონში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია დღევანდელი დღე, რომ ჩვენ გვერგო პატივი და სწორედ საქართველოში გაიხსნება მეხუთე ჰაბი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




პრემიერის თქმით, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის გახსნა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს.



„ყოველთვის ვამბობდი და დღესაც მსურს გავიმეორო - ქართველი ერის არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს, ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი - ეს არის ცივილიზაციაზე და ფასეულობებზე დაფუძნებული არჩევანი და დღევანდელი დღე არის ამის საუკეთესო მაგალითი. დიახ, ჩვენ სწორედ განათლებით და კულტურით წარმოგვიდგენია ყველაზე მჭიდრო ინტეგრაცია ჩვენს საერთო ოჯახთან - ევროპასთან. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში. მე დარწმუნებული ვარ, ცენტრის გახსნა დაგვეხმარება კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ თანამშრომლობის ხარისხი ქართველ და ევროპელ მეცნიერებს შორის და ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე იქნება დასაბამი ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერ-ტექნიკური პროგრესისა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი წარმოადგენს „აკადემია ევროპეას" რეგიონული ცენტრების ქსელის ნაწილს და ხელს შეუწყობს მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული მიღწევების გამოყენებას ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის წარმოებისათვის, საერთაშორისო სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობისთვის, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევების, ცოდნისა და განათლების წახალისებისათვის.


თბილისის ცენტრი მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ევროპული აკადემიისა (Academia Europea) და თსუ-ს ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი მხარდაჭერით გაიხსნა.



თსუ-ში ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება „აკადემია ევროპეას" მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში გასულ წელს ყოველწლიურ შეკრებაზე მიიღეს.









შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...

საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება

საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება
access_time2020-07-08 12:00:10
„საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, რადგან ტურისტებიც დიდწილად შეიკავებენ თავს მოგზაურობისგან, თუმცა თუ ტურისტებს დავუშვებთ ეკონომიკური ვარდნა აუცილებლად შეგვიმსუბუქდება“,- ამის შესახებ კომერსანტს ბიზნესმენმა და ეკონომისტმა კონსტანტინე მოსიძემ განუცხადა.  მისი თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ საზღვრები გახსნას და ფრენები აღდგეს.   „საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩვენს მოსახლეობას...


მსგავსი სიახლეები

up