მამუკა ბახტაძე: „ ჩვენ უნდა გავხდეთ სპორტული განვითარების ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო ცენტრი“

მამუკა ბახტაძე: „ ჩვენ უნდა გავხდეთ სპორტული განვითარების ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო ცენტრი“

access_time2018-11-27 22:15:55

სპორტში გაწეული ინვესტიცია არის ჯანსაღი, ყველაზე გრძელვადიანი და მე ვიტყოდი – ყველაზე ეროვნული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, საკრებულოში, სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი საქართველოსთვის ნამდვილი გმირია.

 

მეც ვიყავი დაკავებული აქტიური სპორტით და კარგად მესმის, რა ტიტანურ შრომასთან არის დაკავშირებული ნებისმიერი წარმატების მიღწევა, მაგრამ ემოციურად რომ შევხედოთ, თითოეული ოქროს, ვერცხლისა თუ ბრინჯაოს მედალი, აჟღერებული ქართული ჰიმნი, აფრიალებული ჩვენი დროშა, არის განსაკუთრებული ემოცია, ამას ვერაფრით შეცვლი. თითოეული გამარჯვება არის უმნიშვნელოვანესი, ნებისმიერი ქართველისთვის, რადგან, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის სწორედ გამარჯვებები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 2018 წელი სპორტში უნიკალური გამოდგა, რადგან ქართველმა სპორტსმენებმა 2018 წელს 800 მედალი მოიპოვეს.

 

ეს არის სრულიად საოცარი წარმატება. ჩვენზე მრავალრიცხვოვანი ერებიც ვერ იოცნებებენ ამაზე და ეს გულწრფელი მადლობა გეკუთვნით თქვენ, ეკუთვნის ჩვენს სახელოვან ვეტერანებს, ვინც გაგიკაფათ გზა ამ წარმატებისკენ და რა თქმა უნდა, ასევე გაუკაფავთ გზას თქვენ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი წარმატებები. სპორტი – ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის მთავარი ენერგია, რომელიც უნდა იყოს ჯანმრთელ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ისიც ობიექტურად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართულ ნიჭთან ერთად ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა იმ მიზანმიმართულმა პოლიტიკამ, რომელსაც ჩვენ ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


 

მისივე თქმით, რამდენჯერმე გაიზარდა ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ პროფესიულ სპორტის წარმატება უნდა ეფუძნებოდეს სპორტში საზოგადოების მასობრივ ჩართულობას.

 

„ჩემთვის საუკეთესო ორიენტირი გახლავთ ცენტრალური ევროპის ქვეყნები, სადაც 60-70%-ს აღწევს ახალგაზრდობის ჩართულობა მასობრივ სპორტში. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი და შემდეგი დიდი გამარჯვება. მინდა ცალკე გამოვყო ის, რომ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა წარმატება არის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ თუ პარაოლიმპიურ სახეობაში. ქართველ ერს სჭირდება გამარჯვებები და თქვენ ხართ ამის მთავარი წყარო. დარწმუნებული ვარ, სხვა მიმართულებებშიც ვიქნებით ასეთი წარმატებულები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარაოლიმპიელი სპორტსმენების სრულიად უნიკალური შედეგები ბოლო პერიოდში. მე ვარ განსაკუთრებით ამაყი, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს შესაბამისი ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, მაგრამ ბუნებრივია, ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა გავხდეთ სპორტული განვითარების ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო ცენტრი. ამისთვის გვჭირდება, რომ ყველა რეგიონში იყოს საჭირო ინფრასტრუქტურა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას. სპორტში გაწეული ინვესტიცია არის ჯანსაღი, ყველაზე გრძელვადიანი და მე ვიტყოდი – ყველაზე ეროვნული. თითოეულ თქვენგანს მინდა გადავუხადო გულწრფელი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს სპორტსმენებს არაერთი გამარჯვება ელით წინ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ევროპის აკადემიაში საქართველოს მიღება და ეს ფაქტი განათლების სფეროში უზარმაზარ მონაპოვრად შეაფასა.

 

ჩემი გადასახედიდან, იდეალურია სპორტის, ტრადიციების, კულტურის და რა თქმა უნდა, განათლების ერთობლიობა. ჩემი აზრით, მათი ერთობლიობა არის წარმატების საწინდარი. დღეს ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი უზარმაზარი მონაპოვარი – ძალიან მნიშვნელოვანი ოქროს მედალი განათლების სფეროში. საქართველო მიიღეს ევროპის აკადემიაში და ჩვენ ვართ პირველი და ერთადერთი  ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, რომელმაც ამას მიაღწია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა და გამოთქვა რწმენა, რომ სწორედ ასეთი მიზანმიმართული მუშაობით და ერთსულოვნებით,  ქვეყანას ყველგან ისეთი წარმატება ექნება, როგორიც ჰქონდა სპორტში 2018 წელს.

 

შეხვედრას 500-მდე წარმატებული ქართველი სპორტსმენი, განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up