მამუკა ბახტაძე - ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი პოლარიზაციის შესამცირებლად და 2020 წლის არჩევნები უნდა იყოს შეჯიბრი პროგრამების

მამუკა ბახტაძე - ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი პოლარიზაციის შესამცირებლად და 2020 წლის არჩევნები უნდა იყოს შეჯიბრი პროგრამების

access_time2019-09-02 16:04:38



პოლარიზაციით, რადიკალიზაციით, ნეგატიური დღის წესრიგით მომგები მხარე იქნება მხოლოდ ერთი - ოკუპანტი ქვეყანა, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.


მისი თქმით, მიუღებელია ნეგატიური დღის წესრიგი დადა უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკურ გარემო.



მამუკა ბახტაძის განცხადებით ის მიესალმება ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომელიც უკავშირდება 2020 წლის არჩევნების ჩატარებას ე.წ ნულოვანი ბარიერით, რაც ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლას უზრუნველყოფს.


„ეს არის ძალიან საშიში მოვლენა და თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ განსაკუთრებული ყურადღებით. მე ხშირად მომისმენია, რომ მსგავსი პოლიტიკური პოლარიზაცია შეინიშნება დასავლეთის ქვეყნებშიც, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის გამართლება. მათი სისტემები არის მდგრადი. ჩვენ გვაქვს სულ სხვა რეალობა და გამოწვევები და პოლარიზაციით, რადიკალიზაციით, ნეგატიური დღის წესრიგით მომგები მხარე იქნება მხოლოდ ერთი - ოკუპანტი ქვეყანა. შესაბამისად, მე პრინციპულად მხარს ვუჭერ იმ ინიციატივას, რომელიც გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც უკავშირდება 2020 წლის არჩევნების ჩატარებას არა მხოლოდ პროპორციული რეჟიმით, არამედ ე.წ ნულოვანი ბარიერით, რათა ნებისმიერი ჯგუფის ხმა იყოს წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. უფრო მეტიც, საშუალება მიეცეთ ახალ სახეებს, რომ შემოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი პოლარიზაციის შესამცირებლად და 2020 წლის არჩევნები, ეს უნდა იყოს შეჯიბრი პროგრამების, იდეების, ხედვების და ეს არ უნდა იყოს შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up